|
2020-01-09 11:34:58, 1437 ნახვა
პოლიტიკა
ცქიტიშვილი: „ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა“ პირგასამტეხლო უნდა გადაიხადოს
„კონსორციუმს აქვს კიდევ დარიცხული გარკვეული პირგასამტეხლო და ანაზღაურების საკითხი იქნება დაწყებული“, - ამის შესახებ საქართველოს რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. მისი თქმით, „ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა“ უნდა დააბრუნოს სახელმწიფოს მხრიდან გადაცემული მიწები და საპროექტო დოკუმენტაცია. „პირგასამტეხლოსთან დაკავშირებით მოგეხსენებათ, რომ სახელმწიფოს მხრიდან უკვე იქნა ნაპატიები 10 მილიონ დოლარზე მეტი პირგასამტეხლო, რა თანხაც უკვე გაწეული შეღავათია სახელმწიფოს მხრიდან და რომელიც უკვე განხორციელდა. დღეის მდგომარეობით კონსორციუმს აქვს კიდევ დარიცხული გარკვეული პირგასამტეხლო და შესაბამისად, ამ პირგასამტეხლოს ანაზღაურების საკითხი, ისევე, როგორც შემდგომი იურიდიული პროცედურები, ბუნებრივია, იქნება დაწყებული. რა თქმა უნდა, ეს გულისხმობს იმასაც, რომ კონსორციუმმა უნდა მოახდინოს სახელმწიფოს მხრიდან გადაცემული მიწების დაბრუნება, ბუნებრივია, უნდა მოხდეს იმ საპროექტო დოკუმენტაციის დაბრუნება სახელმწიფოსთვის. მთელი ეს პროცედურები გაწერილია ხელშეკრულებაში და ბუნებრივია, ჩვენ ზედმიწევნით მივყვებით ხელშეკრულების მოთხოვნებს“, - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)