16:02 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-12-30 16:02:46, 3608 ნახვა

კომენტარი
თურნავა: წელს უპრეცედენტო შედეგს მივაღწიეთ - საქართველომ 9,3 მილიონ საერთაშორისო მოგზაურს უმასპინძლა

„ყველა გამოწვევის მიუხედავად, კერძო სექტორის, მთავრობისა და საერთაშორისო ორგანიზაციების ერთობლივი ძალისხმევის და შედეგზე ორიენტირებული მუშაობის შედეგად 2019 წელს საქართველომ რეკორდულ 9,3 მილიონ საერთაშორისო მოგზაურს უმასპინძლა. ეს წელიწადი არ იყო მარტივი ტურიზმის ინდუსტრიისთვის, იყო გამოწვევებიც, მაგრამ უფრო მეტი წარმატება იყო“, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ტურიზმის წლის შემაჯამებელ პრეზენტაციაზე განაცხადა.

„ასეთი უპრეცედენტო შედეგის მიღწევა შესაძლებელი გახდა ჩვენი ერთობლივი შრომით და მთელი სამთავრობო გუნდის, პრემიერ-მინისტრის, აგრეთვე ჩვენი სამინისტროს, ტურიზმის ადმინისტრაციის, ეფექტური და მიზანმიმართული  მუშაობის შედეგად თქვენთან, ტურიზმის სექტორთან ერთად“, - განაცხადა ნათია თურნავამ.

მისივე თქმით, მთავრობამ 2019 წელს მიზნობრივი, კარგად გათვლილი და შედეგზე ორიენტირებული მარკეტინგული კამპანიები აწარმოა.

„ჩვენ კიდევ ერთხელ სრულად მსოფლიოს ვამცნეთ, როგორი უსაფრთხო, მიმზიდველი, უნიკალური და სტუმართმოყვარე ქვეყანა ვართ“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
პატრიოტი დანიელი მხარს უჭერს ბულგარეთის წინააღმდეგობას პატრიოტ კირილისთვის სანქციების დაწესების შესახებ
ლევან მაჭავარიანი და არჩილ გორდულაძე ბოდიშს იხდიან პარლამენტში ჩხუბისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics