|
2019-12-27 10:48:56, 1084 ნახვა
ეკონომიკა
თურნავა - შაჰდენიზისა და ტანაპის მსგავსი სტრატეგიული პროექტები არა მხოლოდ გაზრდის ქვეყნის უსაფრთხოებას, არამედ თითოეული მოსახლის ჯიბეზე აისახება
„ისეთი დიდი და სტრატეგიული პროექტები, როგორებიცაა შაჰდენიზის მეორე ფაზა და ტანაპის პროექტი, მნიშვნელოვანია არა მხოლოდ იმიტომ, რომ ეს არის საუკუნის რეგიონალური პროექტი, რომელიც ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებას ზრდის და გეოპოლიტიკური მდებარეობის კაპიტალიზაციას ახდენს, არამედ იმიტომ, რომ ეს პროექტი თითოეული მოსახლის ჯიბეზე აისახება, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ტელეკომპანია „პალიტრანიუსის" გადაცემაში "360 გრადუსი" საუბრისას განაცხადა. მინისტრის თქმით, თუ დღეს ეს გაზსადენი 6 მილიარდ კუბურ მეტრზე მეტ გაზს ატარებს, მისი გაფართოების მეშვეობით, გაზის მოცულობა თითქმის ოთხმაგდება. „შესაბამისად, ის ქვოტა, რომელსაც ვიღებთ ჩვენი კუთვნილი სატრანზიტო გაზით და დერეფნის ფუნქციის შესრულებით, რა თქმა უნდა, უახლოეს წლებში გაიზრდება და ეს არის შეღავათიანი გაზი. სწორედ ამ პერსპექტივით მივუდგებით სატარიფო პოლიტიკას და იცით, რომ სემეკ-მა იმსჯელა და ცალკე განიხილა თბილისის გაზმომარაგების ტარიფები. ჩვენ შეგვიძლია მოსახლეობა დავამშვიდოთ, რომ უახლოესი სამი წელი ეს ტარიფი არ გაიზრდება და როგორც ვნახეთ, სიმბოლური კლებაც კი იყო. ამ დღეებში სემეკი განხილავს დანარჩენი საქართველოს ტარიფებს და მაქვს დიდი იმედი, რომ გაზის ტარიფები არ გაიზრდება. მიუხედავად იმისა, რომ მასშტაბურ გაზიფიკაციას ვატარებთ და მთელი საქართველოს 85% იქნება გაზიფიცირებული", - განაცხადა ნათია თურნავამ.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)