|
2019-12-25 12:40:48, 1583 ნახვა
რეგიონი
ფრიდონ ფუტკარაძემ წარმატებულ სპორტსმენს გამარჯვება მიულოცა
შუახევის მერი ფრიდონ ფუტკარაძე წარმატებულ სპორტსმენს, გოგიტა ხიმშიაშვილს შეხვდა და გამარჯვება პირადად მიულოცა. გოგიტა ხიმშიაშვილი 9 წლის განმავლობაში აჭარის და საქართველოს მრავალიგზის ჩემპიონი, საერთაშორისო ტურნირების გამარჯვებულია მკლავჭიდში. 2012-2013 წლებში ევროპის ვიცეჩემპიონის ტიტული მოიპოვა. ასპარეზობდა მსოფლიოს თასზე, ევროპის ჩემპიონატზე (2016წ) , მსოფლიოს ჩემპიონატზე (2018წ), სადაც მეოთხე ადგილი მოიპოვა, ხოლო 2018 წელს გახდა საქართველოს ჩემპიონი და მესამე ადგილის მფლობელი. 2019 წლის 22-23 დეკემბერს თბილისში გამართულ საქართველოს თასზე 80 კგ.წონით კატეგორიაში დაიკავა პირველი ადგილი. ,,მინდა მივულოცო ჩვენი მუნიციპალიტეტის მკვიდრს გოგიტა ხიმშიაშვილს საქართველოს თასზე მოპოვებული წარმატება მკლავჭიდში. ეს სპორტსმენისათვის პირველი ტიტული არ გახლავთ,ის სხვადასხვა ტურნირების გამარჯვებულია. სასიხარულოა, რომ გოგიტა არის საოცრად შრომისმოყვარე, რის გამოც შედეგებს კიდევ უფრო აუმჯობესებს. მინდა მას წარმატებები ვუსურვო მსოფლიო ჩემპიონატზე. მომავალი სპორტსმენებისთვის ვგეგმავთ სპორტსკოლაში გავხსნათ მკლავჭიდის ჯგუფი, რომელსაც წარმატებული სპორტსმენი უხელმძღვანელებს და აღზრდის მომავალ თაობას“, - აღნიშნა ფრიდონ ფუტკარაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ბელარუსის ოპოზიციამ უკრაინას მინსკის მიერ ომისთვის შესაძლო მზადების ნიშნების შესახებ ანგარიში გადასცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)