19:42 - 31 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-12-25 11:51:28, 915 ნახვა

საზოგადოება
კახა კალაძე: თამარ მეფის ხიდის პანდუსზე ტრანსპორტის მოძრაობა ხვალიდან აღდგება

„თამარ მეფის ხიდის პანდუსზე ტრანსპორტის მოძრაობა ხვალიდან აღდგება“, - ამის შესახებ თბილისის მთავრობის სხდომაზე დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

„თამარ მეფის ხიდის პანდუსზე დღეს ღამით დასრულდება მოასფალტება და ხვალიდან უკვე შესაძლებელი იქნება ამ კონკრეტული გზის მონაკვეთით სარგებლობა. ჩვენ არაერთხელ ვყოფილვართ უშუალოდ სამუშაოებზე და იცით, თუ რა ტიპის პროექტი განხორციელდა. ფაქტობრივად, მთლიანად მოხდა არსებული ინფრასტრუქტურის განახლება, მოწესრიგება და როგორც გითხარით, ხვალიდან იქნება შესაძლებელი ამ კონკრეტული გზის მონაკვეთით სარგებლობა“, - განაცხადა კახა კალაძემ.

თამარ მეფის ხიდის პანდუსის რეაბილიტაცია კოჭების შეცვლას, ბურჯის თავების რეაბილიტაციას, სავალი ნაწილისა და ტროტუარის  მოწყობას, საყრდენი კედლის მშენებლობას, მოაჯირების შეცვლას, თვალამრიდის, ახალი გარე განათების ქსელისა და კლდის დეკორატიული მინათების მოწყობას ითვალისწინებდა.

პროექტის განხორციელებაზე დედაქალაქის ბიუჯეტიდან ორ მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
მედია: ამერიკისა და ისრაელის სადაზვერვო სააგენტოები ირანის ახალ უზენაეს ლიდერს ეძებენ
სახელმწიფო უნივერსიტეტებში სწავლა დაფინანსდება, III სემესტრიდან გრანტის 1/2-ია გარანტირებული
Euronews: ფიფას პრეზიდენტი ევროპარლამენტში დაიბარეს
ეუთოს მოქმედი თავმჯდომარე იგნაციო კასისი საქართველოს შემოდგომაზე ეწვევა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics