21:34 - 25 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-12-23 12:42:45, 1556 ნახვა

პოლიტიკა
ზალკალიანი: დავით-გარეჯთან დაკავშირებული საკითხი სტრატეგიული პარტნიორობის ინტერესების გათვალისწინებით უნდა გადაწყდეს

„ეს საკითხი ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობის ინტერესების გათვალისწინებით უნდა გადაწყდეს, არავის უნდა ჰქონდეს საშუალება, რაიმე წინააღმდეგობა შემოიტანოს“,- ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა დავით-გარეჯის საკითხთან დაკავშირებით  განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოსა და აზერბაიჯანის კომისიის მეორე სამუშაო შეხვედრასთან დაკავშირებით მუშაობა მიმდინარეობს.

„იცით თქვენ, რომ კომისიის მუშაობები აღდგენილია. ჩატარდა პირველი კომისიის სამუშაო შეხვედრა, ასევე იყვნენ ექსპერტები ჩამოსული, როდესაც აზომვითი საქმიანობა განხორციელდა. ვმუშაობთ მეორე სამუშაო შეხვედრაზე. რა თქმა უნდა, შეთანხმდება თარიღები და ყვალაფერი უნდა განვითარდეს ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობის ჭრილში.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბაქოში ვიზიტის დროს იყო ამ საკითხზე საუბარი. უმაღლეს დონეზე იცით თქვენ შედეგიც, რომელიც ჩვენ იქიდან წამოვიღეთ და ვფიქრობთ, რომ აუცილებელია, სწორედ სტატუსკვოს დაბრუნებაზე ვისაუბროთ. ბუნებრივია, ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ჩვენი აზერბაიჯანელი პარტნიორების მხრიდან იქნება გაგება, რაზეც ეს საკითხი ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობის ინტერესების გათვალისწინებით უნდა გადაწყდეს, არავის უნდა ჰქონდეს საშუალება, რაიმე სახის წინააღმდეგობა შემოიტანოს ორმხრივ ურთიერთობაში“ ,- განაცხადა დავით ზალკალიანმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ელექტროენერგიის მასშტაბური გათიშვის გამო ყოფილ მინისტრს ივანიშვილის გუნდთან კითხვები აქვს
რიყის დოქების დემონტაჟი დაიწყეს, მუშები ქართულად ვერ საუბრობენ, ტელევიზიების ჯგუფებზე ძალადობენ
სააკაშვილი- საქართველოში მობრუნდა სამი მეგობარი: კრიმინალი, უშუქობა და უწყლობა. მთავარია მიშა არ მობრუნდეს
თიბისი კონცეპტმა ინოლა გურგულიას შემოქმედებას ახალი სიცოცხლე შესძინა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics