21:34 - 25 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-12-19 18:22:57, 1744 ნახვა

პოლიტიკა
პუტინი: ჩეჩნეთის გავლით საქართველოს მიმართულებით გზის მშენებლობა კარგი იდეაა

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი აცხადებს, რომ ჩეჩნეთის გავლით საქართველოს მიმართულებით გზის მშენებლობა კარგი იდეაა, თუმცა ის ტრანსპორტის სამინისტროს პრაქტიკულ პროექტებში არ შედის.

აღნიშნული გზის მშენებლობის შესახებ, რუსეთის პრეზიდენტს შეკითხვა დღევანდელ პრესკონფერენციაზე დაუსვეს.

„მიმდინარეობს საუბარი ჩეჩნეთის გავლით საქართველოსკენ გზის მშენებლობაზე. ეს მოაგვარებდა სტრატეგიულ საკითხებს. რას ფიქრობთ ამაზე და რამდენად მომგებბიანი გგონიათ ეს როგორც რუსეთისთვის, ისე საქართველოსთვი“, - ამ კითხვით მიმართა ჟურნალისტმა პუტინს.

როგორც რუსეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, ეს კარგი და განხორციელებადი იდეაა.

 „იქ ნამდვილად არის პრობლემა საქართველოსთან კომუნიკაციაში, განსაკუთრებით ზამთარში, როდესაც ყველაფერს თოვლი დაფარავს - ჩვენ, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ვიცით. რაც ახლა თქვენ თქვით, ეს კარგი იდეაა, მაგრამ ის ჯერ ტრანსპორტის სამინისტროს პრაქტიკულ პროექტებში არ არის. თუმცა, ვიმეორებ, რომ ამ იდეის შესახებ ცნობილია და პრინციპში, ის განხორციელებადია“, - განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
ელექტროენერგიის მასშტაბური გათიშვის გამო ყოფილ მინისტრს ივანიშვილის გუნდთან კითხვები აქვს
რიყის დოქების დემონტაჟი დაიწყეს, მუშები ქართულად ვერ საუბრობენ, ტელევიზიების ჯგუფებზე ძალადობენ
სააკაშვილი- საქართველოში მობრუნდა სამი მეგობარი: კრიმინალი, უშუქობა და უწყლობა. მთავარია მიშა არ მობრუნდეს
თიბისი კონცეპტმა ინოლა გურგულიას შემოქმედებას ახალი სიცოცხლე შესძინა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics