19:40 - 25 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-12-16 16:32:36, 1091 ნახვა

პოლიტიკა
ბოკერია პრეზიდენტზე: ეს ადამიანი არის განსხეულება იმისა, თუ როგორ შეურაცხყოფას აყენებს ჩვენს ქვეყანას ივანიშვილი

„ეს ადამიანი არის განსხეულება იმისა, თუ როგორ შეურაცხყოფას აყენებს ჩვენს ქვეყანას ივანიშვილი“,-ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, მიუხედავად იმისა, რომ ზურაბიშვილს ძალაუფლება არ აქვს, ქვეყნისთვის ზიანის მიყენებას მაინც ახერხებს.

„მან მოახერხა, რომ ყველა შიში, რაც ჰქონდა საზოგადოების უდიდეს ნაწილს ივანიშვილის ამ სამარცხვინო არჩევანთან დაკავშირებით, რომელიც მან ქვეყანას დაასვა ძალადობით და მოსყიდვით გაამართლა. პარადოქსია, რომ ამ ადამიანს არ აქვს ძალაუფლება, არც ფორმალურად არ აქვს დიდი ძალაუფლება და ფაქტობრივად ხო საერთოდ უარი აქვს ნათქვამი იმ ფუნქციებიც კი რაც დარჩა პრეზიდენტს, მაგრამ ქვეყნისთვის ზიანის მიყენებას ცარიელ ადგილზე მაინც ახერხებს. დაწყებული აზერბაიჯანთან ვითარებით, დავით-გარეჯთან დაკავშირებით და გაგრძელებული მისი სხვადასხვა განცხადებებით და დამოკიდებულებით საზოგადოების მიმართ. შეწყალების სკანდალი, მარტო ის კი არ იყო რაც თავისთავად კატასტროფაა რომ სრულიად გაურკვეველი კრიტერიუმით თქვა, რომ აი ეს მძიმე დანაშაულში მსჯავრდებული გავუშვი და სხვები არა. არის სერიოზული ეჭვები მინიმუმ მის გარემოცვაში კორუფციის, არამედ მერე როგორც ესაუბრება საზოგადოებას, უტიფრად, რომ არც კი თვლის საჭიროდ საუბარს. ეს ადამიანი არის განსხეულება იმისა თუ როგორ შეურაცხყოფას აყენებს ჩვენს ქვეყანას ივანიშვილი“,- განაცხადა ბოკერიამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ელექტროენერგიის მასშტაბური გათიშვის გამო ყოფილ მინისტრს ივანიშვილის გუნდთან კითხვები აქვს
რიყის დოქების დემონტაჟი დაიწყეს, მუშები ქართულად ვერ საუბრობენ, ტელევიზიების ჯგუფებზე ძალადობენ
სააკაშვილი- საქართველოში მობრუნდა სამი მეგობარი: კრიმინალი, უშუქობა და უწყლობა. მთავარია მიშა არ მობრუნდეს
თიბისი კონცეპტმა ინოლა გურგულიას შემოქმედებას ახალი სიცოცხლე შესძინა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics