|
2019-12-16 10:20:12, 817 ნახვა
საზოგადოება
სოფელ გლდანში, 26 მაისის ქუჩაზე სკვერის რეაბილიტაცია დასრულდა
ინფრასტრუქტურული სამუშაოების ფარგლებში, სოფელ გლდანში, 26 მაისის ქუჩაზე, მემორიალთან არსებული სკვერის რეაბილიტაციის სამუშაოები დასრულდა. სამუშაოების შედეგად, დაახლოებით, 1 800 კვ.მ ფართობზე განთავსდა ბავშვთა გასართობი ზონა, მოსასვენებელი პავილიონი. მოეწყო გარე განათების ქსელი და განთავსდა სკვერისთვის საჭირო სხვა ინფრასტრუქტურა. ასევე, მიმდებარე ტერიტორიაზე აღდგა კედელი, მოეწყო დეკორატიული ღობე და განახლდა მემორიალი. სკვერის რეაბილიტაციისთვის გამგეობის ბიუჯეტიდან 129 921 ლარი გაიხარჯა. დასრულებული სამუშაოები გლდანის რაიონის გამგებელმა ბექა მიქაუტაძემ და საკრებულოს მაჟორიტარმა დეპუტატმა შალვა ოგბაიძემ მოსახლეობასთან ერთად დაათვალიერეს. მიმდინარე წელს, გლდანის რაიონში 7 მისამართზე დიდი სკვერის, 31 მისამართზე კი ბავშვთა გასართობი მოედნების მოწყობა განხორციელდა.
მერია: 2 აგვისტოდან 10 დღით გიორგი ლეონიძის ქუჩის ნაწილზე მოძრაობა შეიზღუდება
ჰამასი დათანხმდა განიარაღების შეთანხმებას, რომელიც ღაზადან ისრაელის ჯარების გაყვანას მოიცავს
სარჯველაძე: გაფორმდა ხელშეკრულება დიუშენის მედიკამენტ ჯივინოსტატის შეძენის შესახებ
კოალიცია ცვლილებისთვის და სტრატეგია აღმაშენებელი იწყებენ კამპანიას - ემიგრანტის ხმა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკი: რუსეთმა უკრაინა ჩრდილოეთ კორეული რაკეტით დაბომბა
რუსეთმა კიევი და უკრაინის სხვა დიდი ქალაქები დაბომბა, დაიღუპა 7 ადამინი დაიჭრა 30
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)