21:14 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-12-12 14:20:25, 1768 ნახვა

კომენტარი
ვოლსკი: ეს იყო ძალადობრივი აქცია-პერფორმანსი - რამდენიმე ადამიანს სერიოზული ალერგია განუვითარდა

„ეს იყო ძალადობრივი აქცია-პერფორმანსი და ვფიქრობ, კრეატიულად ძალიან სუსტი“, - ასე ეხმაურება პარლამენტის თავმჯდომარის პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი, პარლამენტის პლენარულ სხდომათა დარბაზში გარკვეული ნივთიერების შეტანის ფაქტს.

როგორც მან აღნიშნა, უცნობი ნივთიერების სხდომათა დარბაზში შეტანა, რომელმაც რამდენიმე ადამიანს ალერგია განუვითარა „ნაციონალური მოძრაობის“ და სხვა კმარელების მიერაა ორგანიზებული.

„მე არ ვიცი რისი სუნია ამას ვერ გეტყვით, მაგრამ ფაქტია, რომ მოძრაობა „სირცხვილია“ თუ სხვა კმარელები საკმაოდ სერიოზულ ბრალდებას იღებენ თავის თავზე, ვინაიდან რამდენიმე ადამიანი სერიოზულად ცუდად შეიქმნა. მათ შორის ერთი დამლაგებელი, რომლებსაც ალერგია განუვითარდათ. სუნის დაყენება დაემთხვა „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლების შემოსვლას. ამიტომ, მე მათთან ვაკავშირებ ამას. მე დავინახე, რომ შემოვიდნენ, ქალბატონ ნატო ჩხეიძეს მიუახლოვდნენ. შეიძლება გააფრთხილეს. ყველაზე მაგარი რაც იყო, ეს იყო მთავარი არხის უცებ ჩართვა და გააქტიურება ყვირილით, რომ ტერორისტული აქტია და ევაკუაცია ხდება პარლამენტის. სამწუხაროა, რომ თქვენც ადასტურებთ, რომ ეს არის ევაკუაცია. ამას ჰქვია ძალადობრივი აქცია-პერფორმანსი და ვფიქრობ, კრეატიულად ძალიან სუსტი, რომ „მთავარი არხი“, „ნაცმოძრაობა“, მოძრაობა „კმარა“ თუ „სირცხვილია“ და ნადირაშვილი არიან გაერთიანებული ერთ სცენარში, რომელმაც ეს არეულობა გამოიწვია“, - განაცხადა გია ვოლსკიმ.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც მოსამართლეობის კანდიდატებისთვის კენჭი უნდა ეყარათ, ტექნიკური შესვენება გამოცხადდა.

ირაკლი კობახიძის განცხადებით, ამის მიზეზი ოპოზიციის ორი დეპუტატია, რომლებმაც  დარბაზში გარკვეული ნივთიერება შეიტანეს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ახალი პოლიტიკური პარტია ჯერ საქართველო დაფუძნდა
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
პატრიოტი დანიელი მხარს უჭერს ბულგარეთის წინააღმდეგობას პატრიოტ კირილისთვის სანქციების დაწესების შესახებ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics