|
2019-12-12 10:37:34, 1640 ნახვა
სამართალი
შსს-ს ინფორმაციით, პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე პოლიციამ 12 პირი დააკავა
პოლიციამ პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე აქციაზე ადმინისტრაციული სამართალდარღვევებისთვის 12 პირი დააკავა. ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს. უწყების ინფორმაციით, აღნიშნული პირები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე (სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა) და 166-ე (წვრილმანი ხულიგნობა) მუხლებით გათვალისწინებული სამართალდარღვევებისთვის არიან დაკავებული. ცნობისთვის, დილიდან ოპოზიციის ლიდერებმა და მხარდამჭერებმა პარლამენტის შენობის პიკეტირება დაიწყეს. თავდაპირველად მათ პარლამენტის ყველა შესასვლელი დაიკავეს, თუმცა მოგვიანებით პოლიციამ ჩიტაძის ქუჩის მხრიდან არსებული შესასვლელი დაატოვებინათ. აღნიშნულს სამართალდამცველებსა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირება მოჰყვა, რა დროსაც 12 პირი დააკავეს, რამდენიმე კი, ტერიტორიას გაარიდეს. არსებული ინფორმაციით, დაკავებულებს შორის არის „ახალი საქართველოს“ ლიდერი გიორგი ვაშაძეც. შეგახსენებთ, დღეს პარლამენტი რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხზე იმსჯელებს. ერთ-ერთი მთავარი საკითხი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა კენჭისყრაა. გარდა ამისა, დეპუტატები ნიკა მელიასთვის მანდატის შეწყვეტაზეც იმსჯელებენ.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)