01:21 - 05 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-12-12 10:09:38, 1599 ნახვა

სამართალი
სირაძე: მოვუწოდებთ აქციის მონაწილეებს, პროტესტი განაგრძონ მშვიდ ვითარებაში, ნუ ჩაკეტავენ შესასვლელებს

საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი ვაჟა სირაძე, პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე აქციის მონაწილეებს მოუწოდებს, პროტესტი მშვიდ ვითარებაში განაგრძონ და საკანონმდებლო ორგანოს შესასვლელები არ ჩაკეტონ.

რაც შეეხება ადგილზე მომხდარ დაპირისპირებას, სირაძე აცხადებს, რომ პოლიციისადმი დაუმორჩილებლობის ფაქტზე რამდენიმე პირია დაკავებული, თუმცა ზუსტ ციფრს ამ დროისთვის ვერ ასახელებს.

„გარკვეული პირები დაკავებული არიან პოლიციის წინააღმდეგობისა და დაუმორჩილებლობის ფაქტზე. ზუსტ ციფრს ვერ მოგახსენებთ. აქციის მონაწილეები, როდესაც იდგნენ ტროტუარზე და არ ახდენდნენ სატრანსპორტო საშუალებების გადაადგილების და პარლამენტის შესასვლელების ბლოკირებას, შეეძლოთ მათ გამოეხატათ პროტესტი.

ჩვენ გვქონდა კომუნიკაცია და შეეძლოთ განეგრძოთ მშვიდ ვითარებაში. შემდეგ, გარკვეულმა ორგანიზატორებმა მოუწოდეს გადაეკეტათ სავალი ნაწილი და შესასვლელები, რის შემდეგაც მოვუწოდეთ გადასულიყვნენ გზიდან. გარკვეული პირები არ დაემორჩილნენ პოლიციას, რის გამოც იქნებ დაკავებულები.

შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს აქციის მონაწილეებს, პროტესტი განაგრძონ მშვიდ ვითარებაში. ნუ ჩაკეტავენ შესასვლელებს“, - განაცხადა ვაჟა სირაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„ახლა ჩვენი ჯერია“: ბაიდენმა ამერიკული გზის დაუმთავრებელ ბუნებაზე ისაუბრა
ტრამპი ხამენეის დაკრძალვაზე: ჩვენ შეგვიძლია ყველა ერთი დარტყმით გავანადგუროთ
ელენე ხოშტარიას მიმართვა ALDE-ს - რუსეთი ცდილობს დაამარცხოს ევროპა საქართველოში
ALDE-მ საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics