17:56 - 25 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-12-10 11:07:24, 1880 ნახვა

პოლიტიკა
ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებზე ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლების საკითხზე იმსჯელებენ

ჟენევაში დღეს საერთაშორისო მოლაპარაკებების 50-ე რაუნდი გაიმართება.

საქართველო, რუსეთი და დე ფაქტო რეჟიმის წარმომადგენლები საერთაშორისო თანამეგობრობის თანამონაწილეობით ყველა იმ საკითხზე იმსჯელებენ,  რომლებიც საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ სიტუაციას ეხება.

როგორც ფრაქცია „ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის“ თავმჯდომარე გიგი წერეთელი აცხადებს, ჟენევის  მოლაპარაკების ერთ-ერთი  მთავარი განხილვის თემა ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლების საკითხი იქნება.

„ჟენევის მოლაპარაკებები ის ფორმატია, სადაც საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებთან პირდაპირი კავშირი ხდება , რა თქმა უნდა, საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად.

ალბათ ერთ-ერთი მთავარი საკითხი იქ იქნება ბორდერიზაცია, ახალგორის კრიზისი დღეს რაც არის, აბსოლუტურად რაც იქ ხდება და რა თქმა უნდა ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლების საკითხი“, - განაცხადა გიგი წერეთელმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სუს-მა ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის მიწოდების ავარიულად გათიშვის გამო გამოძიება საბოტაჟის მუხლით დაიწყო
მახინჯაურის სანაპიროსთან ზღვაში, სავარაუდოდ, რუსული საბრძოლო მასალა შენიშნეს
ბათუმში ავარიას ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ათამდე ადამიანი დაშავდა
Wall Street Journal: ბაჰრეინმა და ქუვეითმა ირანზე ფარულად დარტყმები განახორციელეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics