|
2019-12-09 12:46:49, 1202 ნახვა
საზოგადოება
სათამაშო ბიზნესში „პასუხისმგებლიანი თამაში“ ინერგება
„პასუხისმგებლიანი თამაში“ „ევროპაბეთის“ ახალი პროექტია, რომელიც სათამაშო ბიზნესის მიზნებისა და საზოგადოებრივი ინტერესების ჰარმონიაში მოყვანას ისახავს მიზნად. „ევროპაბეთის“ მარკეტინგის დირექტორმა ლაშა გოგუამ დღეს, 9 დეკემბერს გამართულ პრესკონფერენციაზე მედიის წარმომადგენლებს სათამაშო ბიზნესის ქართულ ბაზარზე უნიკალური ინიციატივის დეტალები გააცნო. პრესკონფერენციას ასევე ესწრებოდა ევროპაბეთის ფინანსური დირექტორი გიორგი ნიჟარაძე. „გვესმის, რომ სათამაშო ბიზნესი გარკვეულ რისკს შეიცავს. მიუხედავად იმისა, რომ „ევროპაბეთის“ მომხმარებელთა უმრავლესობა თამაშს გართობის საშუალებად მიიჩნევს და მხოლოდ სიამოვნებისთვის თამაშობს, მაინც არიან მოთამაშეები, ვისთვისაც თამაში შესაძლოა, პრობლემური გახდეს“, – განაცხადა ლაშა გოგუამ. მისივე თქმით, კამპანიის ფარგლებში 2020 წლიდან „ევროპაბეთი“ მომხმარებლებს შესთავაზებს ონლაინ ხელსაწყოებს, რაც უპრეცედენტო იქნება ქართული სათამაშო ბაზრისთვის. ესენია: რეალობის შემოწმების შეტყობინება, თვითშეფასების ტესტი, მოთამაშის რჩევები, 24/7 მხარდაჭერა პრობლემური მოთამაშეებისთვის, პრობლემური მოთამაშეების თერაპია, გამკაცრებული ვიდეოვერიფიკაცია, პასუხისმგებლობა კომუნიკაციაში. ამასთანავე, კომპანია სრულად ამბობს უარს გარე რეკლამაზე, საათობრივად ზღუდავს რეკლამას ტელევიზიასა და რადიოში, ინტერნეტრეკლამა გაკეთდება მხოლოდ ასაკობრივი შეზღუდვით. საკომუნიკაციო არხებზე თვითრეგულაციით დაზოგილი მთლიანი ბიუჯეტი საზოგადოებისა და გარემოს განვითარების პროექტებს მოხმარდება. ამ მიზნით, 2020 წლის განმავლობაში „ევროპაბეთი“ 2,2 მილიონი ლარს დახარჯავს. აღნიშნული კონცეფციის პირველი ფაზა „ევროპაბეთის“ მიერ ბრენდ ამბასადორად ცნობილი იტალიელი ფეხბურთელის ანდრეა პირლოს მოწვევა იყო, რომელიც ევროპაბეთი 4 წლის წინათ გაიყიდა და მთლიანად გადავიდა შვედური კომპანია BETSSON-ის მფლობელობაში. BETSSON გლობალური კომპანიაა, ლეგალურად ოპერირებს 10 სხვადასხვა ქვეყანაში და გლობალური კომპანიის ნაწილად ყოფნა, სხვა ბენეფიტებთან ერთად, ევროპული სტანდარტებისა და წარმატებული გამოცდილებების გაზიარებასაც მოიაზრებს. პრესკონფერენციას ასევე ესწრებოდა ევროპაბეთის ფინანსური დირექტორი გიორგი ნიჟარაძე.
კოალიცია ცვლილებისთვის და სტრატეგია აღმაშენებელი იწყებენ კამპანიას - ემიგრანტის ხმა
კალაძე ადასტურებს, რომ რეჟიმი ტრადიციების დასაცავად საკანონმდებლო რეგულაციების გამკაცრებას გეგმავს
ეროვნული ბანკი აფრთხილებს, რომ ქვეყანაში ფინანსური პირამიდები გამოჩდნენ და ხალხის ფულს იზიდავენ
კუპრაძე ელისაშვილის წინააღმდეგ წაყენებულ ახალ ბრალდებებზე: ეს არ არის სამართლებრივი, არამედ პოლიტიკური სასამართლო პროცესია
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკი: რუსეთმა უკრაინა ჩრდილოეთ კორეული რაკეტით დაბომბა
რუსეთმა კიევი და უკრაინის სხვა დიდი ქალაქები დაბომბა, დაიღუპა 7 ადამინი დაიჭრა 30
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)