|
2019-12-08 14:05:19, 1970 ნახვა
საზოგადოება
დედაქალაქში ახალი საახალწლო ილუმინაციების მონტაჟი დაიწყო
თბილისი 2019 წელს ახალი საახალწლო ილუმინაციებით შეხვდება. შპს ,,თბილსერვის ჯგუფმა’’ დედაქალაქის თითქმის ყველა რაიონში საახალწლო ილუმინაციების და კონსტრუქციების მონტაჟი დაიწყო. ამჟამად, სამუშაოები რუსთაველის გამზირზე მიმდინარეობს. აღნიშნულ პროცესს თბილისის მერი კახა კალაძე, ,,თბილსერვის ჯგუფის’’ დირექტორ რომეო მიქაუტაძესთან ერთად გაეცნო. კახა კალაძის თქმით, ქალაქის მთავარი საახალწლო ნაძვის ხის საზეიმოდ გახსნა 25 დეკემბერს იგეგმება. „ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ შევქმნათ საახალწლო განწყობა. მონტაჟდება ახალი განათებები და ვფიქრობ, ამ საახალწლო ილუმინაციების დამონტაჟების შემდეგ რუსთაველის გამზირი ძალიან ლამაზად იქნება მოწყობილი. საზოგადოება თვითონ შეაფასებს, როდესაც მონტაჟის სამუშაოები დასრულდება და ქალაქი საახალწლოდ განათდება. ნაძვის ხის ანთებას რაც შეეხება, ვფიქრობთ, 25 დეკემბერს გავხსნათ საზეიმოდ, სადაც ძალიან ბევრი ბავშვი იქნება. ყველა მსურველს ექნება ღონისძიებაზე დასწრების შესაძლებლობა. საახალწლო პროგრამასთან დაკავშირებით დეტალურ ინფორმაციას საზოგადოებას მომდევნო დღეებში მივაწვდით“, - განაცხადა კახა კალაძემ. რუსთაველზე მიმდინარე სამუშაოები რამდენიმე დღეში დასრულდება. სამუშაოების მოცულობიდან გამომდინარე, ,,თბილსერვის ჯგუფმა’’ საახალწლო ილუმინაციების მონტაჟი 8 ნოემბერს დაიწყო და პროცესი დეკემბრის შუა რიცხვებამდე გაგრძელდება. დედაქალაქის მერთან ერთად, ადგილზე იმყოფებოდნენ მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანი, პარლამენტის დეპუტატი მამუკა მდინარაძე, საკრებულოს წევრი ბექა დავითულიანი და თბილისის მუნიციპალური ინსპექციის უფროსი ლევან ჯღარკავა.
კოალიცია ცვლილებისთვის და სტრატეგია აღმაშენებელი იწყებენ კამპანიას - ემიგრანტის ხმა
კალაძე ადასტურებს, რომ რეჟიმი ტრადიციების დასაცავად საკანონმდებლო რეგულაციების გამკაცრებას გეგმავს
ეროვნული ბანკი აფრთხილებს, რომ ქვეყანაში ფინანსური პირამიდები გამოჩდნენ და ხალხის ფულს იზიდავენ
კუპრაძე ელისაშვილის წინააღმდეგ წაყენებულ ახალ ბრალდებებზე: ეს არ არის სამართლებრივი, არამედ პოლიტიკური სასამართლო პროცესია
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკი: რუსეთმა უკრაინა ჩრდილოეთ კორეული რაკეტით დაბომბა
რუსეთმა კიევი და უკრაინის სხვა დიდი ქალაქები დაბომბა, დაიღუპა 7 ადამინი დაიჭრა 30
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)