16:07 - 25 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-12-05 15:59:22, 1542 ნახვა

პოლიტიკა
„სპექტაკლები ერთმანეთს დაუდგან“ - ბესელია ორპალატიანი სისტემის შესახებ მაჟორიტარების ინიციატივას ეხმაურება

„ეს სპექტაკლები ერთმანეთს დაუდგან. მე არ მაინტერესებს უნიჭო სპექტაკლებზე კომენტარის გაკეთება“, - ასე ეხმაურება, პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი ეკა ბესელია სრულად მაჟორიტარული საარჩევნო სისტემაზე გადასვლის შესახებ ახალ ინიციატივას.

ბესელიას თქმით, შექმნილ რთულ ვითარებაში ახალი ინიციატივები, თანაც იმ ადამიანების მხრიდან, ვინც ივანიშვილის დაპირების ჩავარდნის ინიციატორი იყო, ქაოსს ქმნის.

„ასეთ არასერიოზულ საკითხებზე კომენტარს არ გავაკეთებ, მომიტევეთ. ეს სპექტაკლები ერთმანეთს დაუდგან. მე არ მაინტერესებს უნიჭო სპექტაკლებზე კომენტარების გაკეთება. საინტერესო სპექტაკლები საყურებლად მაინტერესებს, თუმცა ასეთი სასაცილო, არასერიოზული, მდარე ხარისხის სპექტაკლები არ მაინტერესებს. მე მგონია, რომ ეს ძალიან ქაოტურ ვითარებას ემსგავსება. შეცვლილი ვითარების გამო, ჯერ ისედაც ვნებათაღელვა არ ცხრება. რამოდენიმე თვეში საპარლამენტო არჩევნებია და ჯერ კიდევ არ ვიცით, საბოლოოდ როგორი სისტემით ვატარებთ არჩევნებს. პოლიტიკური ვნებათაღელვა და დუღილი სწორედ აქეთკენ არის მიმართული, რომ სამართლიანი გარემო შევქმნათ ყველასთვის“, - განაცხადა ეკა ბესელიამ.

შეგახსენებთ, რომ მაჟორიტარ დეპუტატთა ნაწილი, რომელიც სრულად მაჟორიტარული სისტემის ამოქმედებას ითხოვს, ხელმოწერების შეგროვებას იწყებს. ამ მიზნით, საკანონმდებლო ცვლილებები მათ უკვე მოამზადეს. ინიცირებისათვის 200 ათასი ამომრჩევლის ხელმოწერაა საჭირო.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სუს-მა ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის მიწოდების ავარიულად გათიშვის გამო გამოძიება საბოტაჟის მუხლით დაიწყო
მახინჯაურის სანაპიროსთან ზღვაში, სავარაუდოდ, რუსული საბრძოლო მასალა შენიშნეს
ბათუმში ავარიას ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ათამდე ადამიანი დაშავდა
Wall Street Journal: ბაჰრეინმა და ქუვეითმა ირანზე ფარულად დარტყმები განახორციელეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics