|
2019-12-05 15:54:34, 1944 ნახვა
სამართალი
ზუგდიდში, ბერ-მონაზონთან ერთად დაკავებულ პირს 10 000-ლარიანი გირაო შეეფარდა
ზუგდიდში, ნარკოდანაშაულის საქმეზე, ბერ-მონაზონთან ერთად დაკავებულ პირს აღკვეთის ღონისძიების სახით 10 000-ლარიანი გირაო შეეფარდა. ადვოკატ ჯიტა გულუას თქმით, პროკურატურა აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობას ითხოვდა, თუმცა, სასამართლომ გირაოს შეფარდების გადაწყვეტილება მიიღო. „სასამართლომ გაიზიარა ის გარემოება, რომ არსებოს მეორე მხარე, რომელიც აღიარებს, რომ ნარკოტიკული საშუალება მას ეკუთვნის და არა მალანიას. შესაბამისად მან არ დააკმაყოფილა პროკურორის შუამდგომლობა, აღკვეთის ღონისძიების სახით, დაპატიმრების გამოყენების თაობაზე და შეუფარდა გირაო 10 000 ლარის ოდენობით“,- განაცხადა ადვოკატმა. შეგახსენეთ, ზუგდიდში ნარკოდანაშაულის საქმეზე ათონის მთაზე მოღვაწე ბერ-მონაზონი კიდევ ერთ პირთან ერთად, დიდი ოდენობით ნარკოტიკების შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს. ამ დროისთვის უცნობია, როდის გაიმართება დაკავებული ბერის სასამართლო პროცესი.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)