|
2019-12-05 15:26:43, 1515 ნახვა
საზოგადოება
მოძრაობა „გაბედეს“ წევრებმა სოფო კილაძის ბიუროსთან „41 ვერცხლის მონეტა“ მიიტანეს
მოძრაობა „გაბედეს“ წევრები ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარის, სოფო კილაძის ბიუროსთან ჩაფხუტების მივიდნენ და 41 ვერცხლის მონეტა მიიტანეს. როგორც აქციის მონაწილეების ამბობენ, ისინი სოფო კილაძეს ბოლო დროს მომხდარ დაპირისპირებებზე რეაგირებას ითხოვენ. „გადავწყვიტეთ ჩაფხუტებით მოვსულიყავით, რადგან ჩვენი უსაფრთხოება დაცული არ არის ამ აქციებზე. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ აბსოლუტურად მშვიდობიან ფორმებში გამოვხატავთ ჩვენს პროტესტს, ძალიან კარგად იცით, როგორ მოგვაყენეს „ქართული ოცნების“ ზონდერებმა ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა ბოლო დღეების განმავლობაში. შესაბამისად, ჩვენ გვინდა ქალბატონ სოფიო კილაძესთან შევიდეთ ბიუროში და დავუსვათ შეკითხვები. ქალბატონო სოფო, თქვენ ბრძანდებით პარლამენტში ადამიანის უფლებათა კომიტეტის დაცვის თავმჯდომარე, რატომ ერთი განცხადება არ გააკეთეთ განვლილი დღეების განმავლობაში იმის შესახებ, რომ ასე უმოწყალოდ გვიპირისპირდებოდნენ ახალგაზრდებს და მითუმეტეს თქვენი გუნდი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ თითქოს ჩვენ ვართ აგრესიული, დესტრუქციული ძალა, რომელიც სიმართლეს არ შეესაბამება და ეს დღესაც კარგად ჩანს. ჩვენ ჩაფხუტებით მოვედით, რადგან წინა შემთხვევებში პოლიცია არ ან ვერ უზრუნველყოფდა ჩვენს უსაფრთხოებას, ჩვენ თავად დავიცავთ საკუთარ თავს ამ ფორმით. ასევე გვაქვს 41 ვერცხლის მონეტა. იმ შემთხვევაში, თუ სოფო კილაძე ისევ ჯიუტად გააგრძელებს თავის პოზიციას და უარს იტყვის ახალგაზრდების უფლებების დაცვაზე, ჩვენ სიმბოლურად დავუტოვებთ 41 ვერცხლის მონეტას იმის ნიშნად, რომ მას და სხვა დეპუტატებს 41 ვერცხლად აქვთ ქვეყანა გაყიდული“, - განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.
ზელენსკი: რუსეთმა უკრაინა ჩრდილოეთ კორეული რაკეტით დაბომბა
ესპანეთის საზღვარს ათასობით მიგრანტი შტურმით იღებს, მადრიდი კრიზისის ადგილას ჯარს აგზავნის
მიხეილ სარჯველაძე Roche-ს ფარმაცევტული მიმართულების აღმასრულებელ დირექტორს შეხვდა, რომელიც ონკოლოგიურ და დიუშენის დისტროფიის სამკურნალო წამლებს აწარმოებს
ვისაუბრეთ ურთიერთობების პერსპექტივებზე – ბოჭორიშვილი აშშ-ს დროებით რწმუნებულს შეხვდა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკი: რუსეთმა უკრაინა ჩრდილოეთ კორეული რაკეტით დაბომბა
რუსეთმა კიევი და უკრაინის სხვა დიდი ქალაქები დაბომბა, დაიღუპა 7 ადამინი დაიჭრა 30
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)