16:06 - 25 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-12-05 15:12:56, 1334 ნახვა

პოლიტიკა
„შეცვალეს“ და „სირცხვილიას“ წევრებმა შსს-სთან ე.წ. გაიშნიკის ჯოხები მიიტანეს

„მოძალადესთან ნუ გაიგივდები“, „სირცხვილია“,“დაგვიცავი - ნუ გაიწევი“, - ამ ლოზუნგებით სამოქალაქო მოძრაობების „შეცვალეს“ და „სირცხვილიას“  წევრები შინაგან საქმეთა სამინისტროსთან აქცია-პერფორმანსს მართავენ.

აქციის მონაწილეებს ადგილზე ზოლიანი ჯოხები აქვთ მიტანილი, რაც მათი განმარტებით, 90-იანი წლების „გაისთან“ ასოცირდება.

აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორის, გიგა მაქარაშვილის თქმით, მთავარი მოთხოვნაა, რომ სამართალდამცველებმა მშვიდობიანი მოქალაქეები დაიცვან და ქვეყანაში ადრე მოქმედ „გაიშნიკებს“ არ დაემსგავსონ.

„სამწუხაროდ, პოლიცია გადგა გვერდზე და აღარ იცავს დემონსტრანტებს, აღარ იცავს მათ კონსტიტუციურ უფლებას მშვიდობიანად შეიკრიბონ და გააპროტესტონ. ეს არის ძალიან საშიში ტენდენცია და თბილისში, მცხეთაში, ქუთაისში, ზუგდიდში ზუსტად შეგვიზლია ვთქვათ, რომ პოლიციამ არც ერთხელ არ მოახდინა რეაგირება. არც ერთი ადამიანი დაკავებული არ არის. მარტივად გაუკეთეს აგრესიულ ძალებს კორიდორი და მიუშვეს. ჩვენი თხოვა იქნება, მოვიდნენ გონს და ადამიანები, რომლებიც სიმშვიდესთან და უსაფრთხოებასთან უნდა ასოცირდებოდნენ, არ გახდნენ ამ ძველისძველ „გაისთან“ ასოცირებული“, - განაცხადა მოძრაობა „სირცხვილიას“ წევრმა გიგა მაქარაშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სუს-მა ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის მიწოდების ავარიულად გათიშვის გამო გამოძიება საბოტაჟის მუხლით დაიწყო
მახინჯაურის სანაპიროსთან ზღვაში, სავარაუდოდ, რუსული საბრძოლო მასალა შენიშნეს
ბათუმში ავარიას ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ათამდე ადამიანი დაშავდა
Wall Street Journal: ბაჰრეინმა და ქუვეითმა ირანზე ფარულად დარტყმები განახორციელეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics