|
2019-11-30 17:51:11, 3604 ნახვა
პოლიტიკა
ელიზაბეთ რუდი: ხელისუფლება და ოპოზიცია დიალოგის გაგრძელებაზე შეთანხმდნენ
„მოხარული ვარ, რომ მსჯელობა და დიალოგი შედგა, საერთაშორისო პარტნიორები მზად ვართ მხარდაჭერის გასაგრძელებლად“, - ამის შესახებ აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა საქართველოში, ელიზაბეთ რუდმა ჟურნალისტებს განუცხდა. როგორც მან აღნიშნა, მმართველი გუნდი და ოპოზიცია დიალოგის შემდგომში გაგრძელებაზე შეთანხმდნენ. „დღეს დილით, შეხვედრის დაწყებამდე აღვნიშნე, რომ ჩვენ გვქონდა მოლოდინი და იმედი, დაიწყებოდა მსჯელობა და დიალოგი ნდობის აღდგენასთან დაკავშირებით, იმ პრობლემების გადასაჭრელად, რის წინაშეც დღეს ვდგავართ. მოხარული ვარ, რომ ეს გამართლდა, დიალოგი შედგა. შეხვედრაზე ბევრი ვიმსჯელეთ, დეტალებზე არ ვისაუბრებ, თუმცა განხილული იყო ბევრი ვარიანტი, რომ ეს პრობლემები გადაწყდე. რაც მთავარია, შევთანხმდით, რომ ეს დიალოგი და მსჯელობა გაგრძელდება, ამაზე შეთანხმდა მმართველი გუნდი და ოპოზიცია. ჩვენ საერთაშორისო პარტნიორები მზად ვართ, რომ გავაგრძელოთ მხარდაჭერა ამ პროცესში“, - განაცხადა ელიზაბეთ რუდმა.
უცნობი იუმორისტზე თავდამსხმელის გათავისუფლებაზე - ცემა ძალადობა არის, მაგრამ კონკრეტულ შემთხვევაში არ არის
რეჟიმის სასამართლომ ონისე ოქრიაშვილზე თავდამსხმელი გაათავისუფლა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ტიუმენის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში დრონით თავდასხმის შემდეგ ხანძარი გაჩნდა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)