|
2019-11-30 13:06:25, 3663 ნახვა
სამართალი
შსს-მ ნაადრევი ქორწინების თემაზე საუკეთესო ესეების ავტორი ბავშვები დააჯილდოვა
შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში ბავშვობის ასაკში ქორწინებასთან დაკავშირებით მიმდინარე 18-დღიანი საინფორმაციო კამპანიის შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა, სადაც ამავე კამპანიის ფარგლებში გამოცხადებული ესსეების კონკურსის გამარჯვებულები დაჯილდოვდნენ. პირველ სამ ადგილზე გასულ ავტორებს "ბიბლუსის" მაღაზიათა ქსელის სასაჩუქრე ვაუჩერები გადაეცათ. ასევე, დაჯილდოვდა ჟიურის სამი რჩეული კონკურსანტი, რომლებსაც სპეციალური სერტიფიკატები და სამახსოვრო პრიზები გადაეცათ. გამარჯვებულები შინაგან საქმეთა მინისტრის, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილეებმა და ადამიანის უფლებათა დაცვისა და გენდერული თანასწორობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა დააჯილდოვეს. ღონისძიების დასასრულს, სტუმრებმა აკადემიის სასწავლო და ფიზიკური მომზადების ოთახები, იმიტირებული სასამართლო დარბაზი, იმიტირებული სასაზღვრო გამშვები პუნქტი, რეალური და იმიტირებული ტირები დაათვალიერეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტის წარმომადგენელმა ღონისძიებაზე მოწვეულ სტუმრებს 18-დღიანი საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში ჩატარებული ღონისძიებებისა და აქტივობების შესახებ შემაჯამებელი ანგარიში წარუდგინა. საინფორმაციო კამპანია 18 დღის განმავლობაში, გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისის მხარდაჭერით, შვედეთის მთავრობის დაფინანსებითა და გაეროს პროგრამის - „გენდერული თანასწორობისათვის“ - ფარგლებში განხორციელდა.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)