|
2019-11-29 12:07:52, 1240 ნახვა
პოლიტიკა
ეროვნულ ბიბლიოთეკასთან რამდენიმე პირი, მათ შორის ირაკლი აბესაძე და გიორგი კანდელაკი დააკავეს
ეროვნულ ბიბლიოთეკასთან რამდენიმე პირი დააკავეს. დაკავებულებს შორის არიან „ევროპული საქართველოს“ წევრები გიორგი კანდელაკი და ირაკლი აბესაძე. „ევროპული საქართველოს“ წევრის სერგო რატიანის ინფორმაციით, ეროვნულ ბიბლიოთეკასთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე მისი თანაპარტიელი ირაკლი აბესაძე პოლიციამ ძალის გამოყენებით დააკავა. „ურტყამდნენ და მანქანაში ტენიდნენ“, - განაცხადა სერგო რატიანმა. თავად სერგო რატიანი სამართალდამცველებმა ტერიტორიიდან განარიდეს. დაკავებულებს შორის იყო „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავაც, რომელიც რამდენიმე წუთის წინ გაათავისუფლეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, უგულავა ტერიტორიიდან განარიდეს. შეგახსენებთ, რომ ამ წუთებში ოპოზიციური წარმომადგენლები და აქციის მონაწილეები ეროვულ ბიბლიოთეკასთან იმყოფებიან, სადაც იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი შეხვედრას მართავს. დემონსტრანტებს სურთ შენობის პიკეტირება, თუმცა სამართალდამცველები მათ ამის საშუალებას არ აძლევენ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)