05:06 - 04 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-11-28 17:47:10, 1547 ნახვა

ეკონომიკა
ივანე მაჭავარიანი: წელს საგადასახადო შემოსავლების გეგმა 130 მილიონი ლარის გადაჭარბებით შესრულდება

წელს საგადასახადო შემოსავლების გეგმა 130 მლნ ლარის გადაჭარბებით შესრულდება, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა საქართველოს პარლამენტში „მინისტრის საათის" ფორმატში პლენარულ სესიაზე სიტყვით გამოსვლისას.

მისი თქმით, საგადასახადო შემოსავლების შესრულების მაჩვენებლების 10 თვის მონაცემებით, უკვე შესრულებულია დაგეგმილი მაჩვენებლის 84%-მდე.

„აღნიშნული მაჩვენებლისა და ნოემბერში წარმოდგენილი დეკლარაციების გათვალისწინებით, პროგნოზირებულთან შედარებით, წელს საგადასახადო შემოსავლების გეგმას 130 მილიონი ლარით გადავაჭარბებთ და 2019 წლის საგადასახადო შემოსავლები იქნება 11 მილიარდ 410 მილიონ ლარზე მეტი, რაც გახლავთ შემოსავლების სამსახურში განხორციელებული სისტემური რეფორმების შედეგი", - აღნიშნა ივანე მაჭავარიანმა

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სტამბოლში სტენდაფ კომიკოსი ერდოღანზე ხუმრობის გამო დააკავეს
რუსეთის ბენზინგასამართ სადგურებზე რიგები ახლა კოსმოსიდანაც ჩანს
ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების დაბომბვებმა ნავთობისა და გაზის ბიუჯეტის შემოსავლები ტრილიონი რუბლით შეამცირა
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის „საპრეზიდენტო“ არჩევნების ე.წ. ვადამდელი თარიღად 18 სექტემბერი დადგინდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics