|
2015-07-22 14:49:25, 528 ნახვა
პოლიტიკა
სოსო ჯაჭვლიანი: „იბიარდზე“ ვერასოდეს ვერ ვიქნები-მე ერთგული მეუღლე ვარ
„ბოზებში არასოდეს დავდიოდი, ყველასთან „ნამუშევარი“ ვარ 10 მანეთის გარეშე“,-ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა სოსო ჯაჭვლიანმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა. ჯაჭვლიანმა უმრავლესობის წევრებს განუცხადა, რომ მათი „ნაიბიარდები“ ქვეყანას ძალიან კარგად ეტყობა. მისივე თქმით, ის არასოდეს არ წავა „იბიარდზე“ რადგან ერთგული მეუღლეა. „მოგახსენებათ იმასთან დაკავშირებით თუ რიგორ გვენატრება რუსეთი. კაკო ბობოხიძემ ბრძანა, რომ ჩვენ გვენატრება 37 მანეთიანი ბილეთები და ათმანეთიანი ბოზები. ბატონო კაკო ის 37 მანეთი მაშინ და ახლაც ჩემთვის 500 ევროიანი იყო. მე მსყიდველობით ვანგარიშობ. მე ბოზებში არასოდეს არ დავდიოდი, არც მაშინ და არც ახლა. ჩემთვის შეურაცხმყოფელი იყო ათი მანეთის გადახდა, მე ათი მანეთის გარეშეც ვახერხებდი ამ საკითხებს. ისე ცნობისთვის, თუკი ვინმე ლამაზი ქალბატონი იყო საბჭოთა კინოში, ყველასთან ვარ ნამუშევარი 10 მანეთის გარეშე. ეტყობა თქვენ ასეთი საკითხები ძალიან გაწუხებთ. მაგალითად, ქალბატონი ეკა ხერხეულიძეს ჩემი ოჯახის დანგრევის მცდელობა ჰქონდა. მან ამ რამდენიმე თვის წინ ბრძანა, რომ პარლამენტის სესია იმიტომ ჩაიშალა, კვორუმი არ შედგა, სოსო ჯაჭვლიანი იბიარდზე იყოო. რატომ მაყენებთ შეურაცხყოფას, ქალბატონო ეკა? პლენარულ სხდომაზე სოსო ჯაჭვლიანის გაჩერება რამოდენიმეჯერ სცადა პარალამენტის ვიცე-სპიკერმა. მანანა კობახიძემ ჯაჭვლიანს კორექტული საუბრისკენ მოუწოდა.
სახალხო დამცველმა ისაუბრა დაკავებულების გაშიშვლების, მათ შორის არასრულწლოვანთა ცემის, გაუპატიურების მუქარაზე პოლიციის მხრიდან
ყაზახეთმა და ევროკავშირმა ბრიუსელში არაერთ სტრატეგიულ დოკუმენტს მოაწერეს ხელი
სახახო დამცველმა ივანიშვილის რეჟიმის მიღებული დრაკონული და ადამიანის უფლებების შემზღუდავი კანონები გააკრიტიკა
საქართველოს ბანკის ბიზნეს 360˚-ის ფარგლებში, ქოფირაითინგის ვორკშოპი გაიმართება
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ბელარუსის ოპოზიციამ უკრაინას მინსკის მიერ ომისთვის შესაძლო მზადების ნიშნების შესახებ ანგარიში გადასცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)