13:11 - 25 Jul, 2026
|
2019-11-28 11:09:21, 1256 ნახვა
პოლიტიკა
დაჩი ბერაია: ელენე ხოშტარია არის სამარცხვინო, სამარცხვინო ხალხი დგას გარეთ
პარლამენტის ერთ-ერთ შესასვლელთან ერთმანეთს სიტყვიერად „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატი დაჩი ბერაია და „ევროპული საქართველოს“ წევრი, ელენე ხოშტარია დაუპირისპირდნენ. პარლამენტში დაჩი ბერაია ფეხით მივიდა. საკანონმდებლო ორგანოს შესასვლელთან მისულ დეპუტატს აქციის მონაწილეები და ოპოზიციის წარმომადგენლები დახვდნენ. აქიის მონაწილეებსა და ოპოზიციონერებს დაჩი ბერაიამ „სამარცხვინოები“ უწოდა. “ვერ ხედავთ რანაირად იქცევიან, სამარცხვინოები არიან. სამარცხვინო ხალხი დგას გარეთ. ელენე ხოშტარია არის სამარცხვინო. გადაადგილების უფლებას მიზღუდავს, ვინ მისცა ამის უფლება ხოშტარიას. ქალია, ხომ ვერ დავეჯაჯგურები. ვეჭიდაო?! მე ვარ დეპუტატი, რომელსაც მაქვს უფლება დავაჭირო ღილაკს ხელი, როცა მინდა“ - განაცხადა დაჩი ბერაიამ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)