02:25 - 29 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-11-26 13:03:39, 1040 ნახვა

კომენტარი
ნუკრი ქანთარია: ეს პარლამენტია და არა სალობიე

„ეს არის პარლამენტი, საკანონმდებლო ორგანო და არ არის ეს სალობიე, რომელშიც ხან გამოცხვება ლობიო და ხან არა“, - ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა ნუკრი ქანთარიამ ჟურნალიტებთან საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, საპროტესტო აქცია მშვიდობიანად დაიშალა.

„რამდენადაც ვიცი საპროტესტო აქცია მშვიდობიანად დაიშალა. რამე მოხდა? ძალიან უხერხულია სიტუაციაა, მაგრამ ეს არის პარლამენტი, საკანონმდებლო ორგანო და არ არის ეს სალობიე, რომელშიც ხან გამოცხვება ლობიო და ხან არა, ამიტომ აქ უნდა მიმდინარეობდეს კანონების სწორად მიღება“, - განაცხადა ნუკრი ქანთარიამ.  

შეგახსენებთ, პარლამენტის შენობასთან მიმდინარე საპროტესტო  აქციის დასაშლელად გამთენიისას სპეცრაზმმა წყლის ჭავლი გამოიყენა.

ამ დროისთვის, პარლამენტის შენობის შესასვლელებთან შსს-ს სხვადასხვა დანაყოფები არიან მობილიზებულნი.  აქციის მონაწილეები კი კვლავ პარლამენტის შენობის წინ არიან შეკრებილნი  და აცხადებენ, რომ ისინი დაშლას არ აპირებენ. მათი მთავარი მოთხოვნა კვლავ უცვლელი რჩება - ჩატარდეს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები, პროპორციული სისტემით.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ევროკავშირის დელეგაცია ნატოს სამიტამდე ანკარას ეწვევა
ახალი პოლიტიკური პარტია ჯერ საქართველო დაფუძნდა
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics