12:08 - 25 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-11-26 13:04:19, 1801 ნახვა

პოლიტიკა
პლენარული სხდომა საპარლამენტო ოპოზიციის გარეშე მიმდინარეობს

პარლამენტის პლენარული სხდომა ოპოზიციის გარეშე მიმდინარეობს.

რეგისტრაცია სულ 87-მა დეპუტატმა გაიარა, რაც კვორუმისთვის (76) საკმარისია.

როგორც ცნობილია, პარლამენტის სხდომებს „ევროპული საქართველოსა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატებმა ბოიკოტი გამოუცხადეს. სხდომას არც „საქართველოს პატრიოტები“ ესწრებიან. დარბაზში უმრავლესობის წევრების გარდა, რამდენიმე დამოუკიდებელი დეპუტატი იმყოფება.

შეგახსენებთ, გამთენიისას პარლამენტის შესასვლელებთან განლაგებული აქციის მონაწილეები, რომლებიც აცხადებდნენ, რომ დეპუტატებს საკანონმდებლო ორგანოში არ შეუშვებდნენ, ტერიტორიიდან სპეცრაზმის გამოყენებით გაიყვანეს. აქციის დაშლის დროს სამართალდამცველებმა 28 პირი დააკავეს. ამასთან, ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დაშავდა 4 ადამიანი, რომლებიც სამედიცინო დაწესებულებებში არიან გადაყვანილი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საზოგადოებრივ მაუწყებელთან ონისე ოქრიაშვილის მხარდასაჭერად აქცია გამართა
საქართველომ უკრაინის მოქალაქეებს ფინანსური და სამედიცინო დახმარება გაუხანგრძლივა
ელენე ხოშტარიამ მხარი დაუჭირა ვიქტორ ყიფიანის ინიციატივას ოპოზიციის კონსოლიდაციის შესახებ
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics