|
2019-11-25 14:24:25, 2274 ნახვა
სამართალი
ენმ-ის წევრებს ქობულეთის მერიასთან ფიზიკურად გაუსწორდნენ - პოლიციამ 1 პირი დააკავა
ქობულეთის მერიასთან ფიზიკური დაპირისპირების შედეგად პოლიციამ ერთი პირი დააკავა - ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს. კერძოდ, ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ 4 წევრი თბილისში დაგეგმილ აქციაზე მიემგზავრებოდა. ადგილზე მისულებს კი მუნიციპალიტეტის თანამშრომლები დახვდნენ და სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. „9 საათზე მისულებს მერიის შენობის წინ დაგვხდა, მერის, მირიან ქათამაძის მიერ ორგანიზებული ტიტუშკები და პოლიციის მრავალრიცხოვანი ეკიპაჟი.თავდაპირველად დაიწყეს სიტყვიერი შეურაცხყოფის მოყენება, შემდეგ კი ფიზიკურ აგრესიაზე გადმოვიდნენ. ჩვენ გავაგრძელეთ გზა დედაქალაქისკენ, უფრო მნიშვნელოვან საქმეზე და მირიან ქათამაძე თავისი „ტიტუშკებით“ დავტოვეთ ქობულეთში“, - განაცხადა „კურიერთან“ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ბონდო თედორაძემ. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბრალდებული პირი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით დააკავეს, რაც წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)