09:09 - 25 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-11-19 22:07:21, 2647 ნახვა

პოლიტიკა
გიგი უგულავა - ქოცები იქცევიან ველურებივით

 „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა აქციაზე სიტყვით გამოვიდა და განაცხადა, რომ  „ქოცები“ არიან ხელისუფლებაში, მაგრამ იქცევიან როგორც ველურები.

 „ქოცები“ არიან ხელისუფლებაში, მაგრამ იქცევიან როგორც ველურები. ჩვენ ოპოზიციაშივე უნდა ვანახოთ მაღალი სტანდარტი, სტანდარტი ღირებულებების ერთგულების, სტანდარტი ერთმანეთთან ოპონირების და სტანდარტი საერთო თამაშის ერთგულების, რადგან დღეს ამდენი განსხვავებული პოლიტიკური ორგანიზაცია და საზოგადოებრივი ჯგუფი ერთ აზრზეა. ერთადერთი რაღაც გვინდა, რომ გვქონდეს სამართლიანი, თავისუფალი თამაშის წესები. უნდა შევძლო, სამართლიან პირობებში დავამარცხო თუნდაც, ეს პარტია ან ის, იმან დამამარცხოს მე. სულერთია, მთავარია, ჩვენ ყველას გვჭირდება თამაშის წესი და ეს თამაშის წესი აუცილებელია, თუ გვინდა, რომ ეკონომიკა განვითარდეს, ხელფასები გაიზარდოს; თუ უნდათ იმ პოლიციელებსაც, ხელფასები გაეზარდოთ, ისე კი არა, წინასაარჩევნოდ სამადლოდ რომ გადმოგიგდებთ ახლა ღარიბაშვილი თუ რაც ქვია, ივანიშვილი, არამედ ეს იყოს დემოკრატიის, თავისუფლების საფუძვლებზე დაყრდნობილი და დამყარებული“, – განაცხადა გიგი უგულავამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საზოგადოებრივ მაუწყებელთან ონისე ოქრიაშვილის მხარდასაჭერად აქცია გამართა
საქართველომ უკრაინის მოქალაქეებს ფინანსური და სამედიცინო დახმარება გაუხანგრძლივა
ელენე ხოშტარიამ მხარი დაუჭირა ვიქტორ ყიფიანის ინიციატივას ოპოზიციის კონსოლიდაციის შესახებ
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics