|
2019-11-18 23:07:48, 1806 ნახვა
სამართალი
გიგა მაქარაშვილი და ზუკა ბერძენიშვილი და ბექა ბასილაია დიღმის შს მთავარ სამმართველოში გადაიყვანეს
პარლამენტის წინ საპროტესტო აქციაზე დაკავებული აქტივისტი გიგა მაქარაშვილი და ზუკა ბერძენიშვილი და ასევე ადვოკატი ბექა ბასილაია დიღმის შს მთავარ სამმართველოში გადაიყვანეს. პარტია „გირჩის“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე გაათავისუფლეს. როგორც ჯაფარიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ის ხელწერილის საფუძველზე გათავისუფლდა. „ხელწერილის საფუძველზე გამათავისუფლეს, რომ საგამოძიებო ორგანოში გამოვცხადდები, თუ დამიძახებენ. გასაგებია, რომ გამათავისუფლეს იმის გამო, რომ მეტ-ნაკლებად ცნობადი სახე ვარ, თორემ იქ არიან ადამიანები, რომელთაც ასევე, არაფერი დაუშავებიათ. დიდი ალბათობით, ყველას გადაიყვანენ „კაპეზეზე“ და ხვალ იქნება ალბათ ერთობლივი სასამართლო“, - განაცხადა ჯაფარიძემ. რაც შეეხება დაკავების მიზეზს, ჯაფარიძე ამბობს, რომ ოფიციალურად ხულიგნობასა და პოლიციისადმი დაუმორჩილებლობას ედავებიან, თუმცა მისი შეფასებით, ეს პოლიტიკური ტერორის გამოხატულებაა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)