07:48 - 31 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-11-16 12:16:38, 1797 ნახვა

საზოგადოება
„ქართული ოცნების“ ოფისთან აქციის მონაწილეებსა და სამართდამცველებს შორის დაპირისპირება მოხდა [ვიდეო]

„მონებო!“ - ასეთი შეძახილების ფონზე მიმდინარეობს „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა.

ოფისთან ოპოზიციური პარტიების ლიდერები და სამოქალაქო აქტივისტები იმყოფებიან.

ცოტა ხნის წინ მათ შენობის შესასვლელების პიკეტირება სცადეს, რასაც პოლიციასთან დაპირისპირება მოჰყვა.

ამის შემდეგ შესასვლელებთან სამართალდამცველების კორდონები ჩადგა. აქციის მონაწილეები მათ კორდონის გახსნისკენ მოუწოდებენ, რის გამოც პერიოდულად ადგილი აქვს შეხლა-შემოხლას.

შეგახსენებთ, მოქალაქეების პროტესტი მას შემდეგ დაიწყო, რაც მმართველმა გუნდმა პროპორციული საარჩევნო სისტემის შესახებ კანონპროექტი ჩააგდო. მოქალაქეები გარდამავალი მთავრობის მიერ პროპორციული საარჩევნო სისტემით არჩევნების ჩატარებას ითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, აცხადებენ, რომ პროტესტი უწყვეტად გაგრძელდება.









ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პოლონეთში დააკავეს მამაკაცი, რომელიც ზელენსკის მკვლელობას მოუწოდებდა
საქართველოს ბანკს Student და sCool Card-ის მფლობელებისთვის სპეციალური შეთავაზება აქვს
ნაურუს მთავრობა აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის აღიარების გაუქმებაზე განცხადებას ავრცელებს
ქობულეთში, ზღვაში კაცი დაიხრჩო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics