|
2019-11-16 11:26:58, 2791 ნახვა
ეკონომიკა
„ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში სიღნაღის რაიონში ახალი ხილის გადამმუშავებელი საწარმო ამოქმედდა
სახელმწიფოს ფინანსური მხარდაჭერით, შპს „ბადაგი პლიუსმა“, ქალაქ წნორში თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი ხილის გადამმუშავებელი საწარმო ააშენა. საწარმოს ასაშენებლად, ჯამურად, 877,000 ლარის ინვესტიცია განხორციელდა, საიდანაც, 438,000 ლარი ბენეფიციარმა შეღავათიანი აგროკრედიტით მიიღო, ხოლო 350,000 ლარი სახელმწიფო გრანტია. 2020 წელს, სახელმწიფო საწარმოს სურსათის უვნებლობის საერთაშორისო სტანდარტის - ISO:22000-ის დანერგვაში დაეხმარება. „ბადაგი პლიუსში“, წელიწადში, საშუალოდ, 11,000 კგ ჩირს და ტყლაპს აწარმოებენ. საწარმოში 10 ადგილობრივია დასაქმებული. სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს ახალმა ხელმძღვანელმა, ილია თამარაშვილმა, კახეთის რეგიონის რწმუნებულის მოადგილესთან, გივი მეტრეველთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, ხილის გადამამუშავებელი საწარმო დაათვალიერა და საწარმოო პროცესს გაეცნო. „სოფლის მეურნეობის ღირებულებათა ჯაჭვში, მნიშვნელოვანია ნაწილი უკავია გადამმუშავებელ ინფრასტრუტურას, სააგენტო ამ მიმართულებით ახორციელებს და მომავალშიც გააგრძელებს ფერმერთა თანადაფინანსებას“ - განაცხადა ილია თამარაშვილმა აღსანიშნავია, რომ სახელმწიფოს ფინანსური მხარდაჭერით, „ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში კახეთის რეგიონში 74 ახალი საწარმო გაიხსნა, მათ შორისაა ყურძნის, რძის, ხილის გადამმუშავებელი საწარმოები. სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტო ახორციელებს „ერთიან აგროპროექტს“, რომელიც გათვლილია გრძელვადიან განვითარებაზე და მისი მიზანია ისეთი გარემოს შექმნა, რომელიც ხელს შეუწყობს სოფლის მეურნეობაში კონკურენტუნარიანობის ამაღლებას, მაღალხარისხიანი პროდუქციის წარმოების სტაბილურ ზრდას, სურსათის უვნებლობის საერთაშორისო სტანდარტების დანერგვას
(NS)
სტამბოლში სტენდაფ კომიკოსი ერდოღანზე ხუმრობის გამო დააკავეს
რუსეთის ბენზინგასამართ სადგურებზე რიგები ახლა კოსმოსიდანაც ჩანს
ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების დაბომბვებმა ნავთობისა და გაზის ბიუჯეტის შემოსავლები ტრილიონი რუბლით შეამცირა
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის „საპრეზიდენტო“ არჩევნების ე.წ. ვადამდელი თარიღად 18 სექტემბერი დადგინდა
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)