04:08 - 25 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-11-13 12:24:27, 1306 ნახვა

პოლიტიკა
გია ვოლსკი: ძალიან რთული იქნება იმის განცდა, რომ ჩვენი კოლეგები უნდა ჩანაცვლდნენ ოპოზიციის მიერ

„ჩემთვის რთული იქნება იმის განცდა, რომ ჩვენი კოლეგები,  ვინც კანონპროექტს კენჭისყრისას მხარს არ დაუჭერს, რააღაც ფორმით უნდა ჩანაცვლდნენ ოპოზიციის მიერ“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა გია ვოლსკიმ უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, პროპორციულ სისტემაზე გადასვლის მოწინააღმდეგე უმრავლესობის წევრების რაოდენობა არ არის იმდენი, რომ კანონპროექტის მიღებას პრობლემა შეექმნას.

„სარეიტინგო არ ჩავატარეთ, არ დავუჭირეთ ამას მხარი, ვინაიდან ჯერ განხილვები არის წინ, როგორც ვითარება უჩვენებს საწინააღმდეგო პოზიცია არ გააჩნია იმ რაოდენობას რა რაოდენობითაც არის ოპოზიცია წარმოდგენილი. ჩემთვის, როგორც უმრავლესობის ლიდერისთვის, ძალიან რთული იქნება იმის განცდა, რომ ჩვენი კოლეგები, ვინც მხარს არ დაუჭერენ კენჭისყრის დროს, რაღაცა ფორმით უნდა ჩანაცვლდნენ ოპოზიციის მიერ.  მე შევეცდები, რომ ეს არ დავუშვათ. გუნდს უსმენს ბიძინა ივანიშვილი და გუნდი თავისი დიდი ნაწილით არის იმ პოზიციის მომხრე, რაც 92-მა ხელმომწერამ დაადასტურა“, - განაცხადა ვოლსკმა.

შეგახსენებთ, პარლამენტში პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით, საკონსტიტუციო ცვლილებების საპარლამენტო განხილვამ გუშინ ხმაურის ფონზე ჩაიარა, მაჟორიტარი დეპუტატების ნაწილი ცვლილებას ეწინააღმდეგება და მას ქვეყნისთვის საფრთხის შემცველად მიიჩნევენ, რამდენიმე მათგანი კი უმრავლესობიდან გასვლით იმუქრება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საზოგადოებრივ მაუწყებელთან ონისე ოქრიაშვილის მხარდასაჭერად აქცია გამართა
საქართველომ უკრაინის მოქალაქეებს ფინანსური და სამედიცინო დახმარება გაუხანგრძლივა
ელენე ხოშტარიამ მხარი დაუჭირა ვიქტორ ყიფიანის ინიციატივას ოპოზიციის კონსოლიდაციის შესახებ
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics