06:05 - 31 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-11-12 12:24:05, 970 ნახვა

საზოგადოება
ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ შემოქმედებით ჯგუფს მგალობლები უჩივიან

„ქეთევან წამებულის ეკლესიის მგალობლებს, ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ" შემოქმედებითმა ჯგუფმა, ფილმის თემატიკის შესახებ არასწორი ინფორმაცია მიაწოდა, რის გამოც ისინი ფაქტის გამოძიებას ითხოვენ“,  - ამის შესახებ დეკანოზმა გიორგი რაზმაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, მგალობლებს ფილმის რეჟისორის ასისტენტმა დაურეკა და ფილმისთვის საგალობელი თხოვა. ამასთანავე,  უთხრა, რომ ფილმი ქალ-ვაჟურ სიყვარულსა და ტრადიციებზეა დაფუძნებული, რის გამოც მგალობლები შეთავაზებას დათანხმდენენ.

ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ პრემიერის შემდეგ მგალობლებმა შეიტყვეს თუ რა თემატიკის ფილმში გამოიყენეს მათ მიერ შესრულებული გალობა.

ამის გამო, მგალობლები ფაქტის გამოძიებას და ამასთან, ფილმიდან იმ კონკრეტული ნაწილის ამოღებას ითხოვენ, სადაც მათი გალობაა ნაჩვენები.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პოლონეთში დააკავეს მამაკაცი, რომელიც ზელენსკის მკვლელობას მოუწოდებდა
საქართველოს ბანკს Student და sCool Card-ის მფლობელებისთვის სპეციალური შეთავაზება აქვს
ნაურუს მთავრობა აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის აღიარების გაუქმებაზე განცხადებას ავრცელებს
ქობულეთში, ზღვაში კაცი დაიხრჩო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics