01:55 - 25 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-11-06 18:32:18, 2659 ნახვა

პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილი სომხეთის თავდაცვის მინისტრს შეხვდა

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სომხეთის თავდაცვის მინისტრს დავით ტონოიანს შეხვდა.

გაცნობითი ხასიათის შეხვედრა საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენციის (GDSC) ფარგლებში გაიმართა.

ირაკლი ღარიბაშვილმა სომეხ კოლეგას საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობისათვის მადლობა გადაუხადა. შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და სომხეთს შორის კეთილმეზობლურ ურთიერთობებზე ისაუბრეს. ყურადღება გამახვილდა რეგიონში სტაბილურობისა და უსაფრთხოების საკითხებზე. საქართველოსა და სომხეთის თავდაცვის მინისტრებმა არსებული ორმხრივი ურთიერთობების საკითხები განიხილეს და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს.

 

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საზოგადოებრივ მაუწყებელთან ონისე ოქრიაშვილის მხარდასაჭერად აქცია გამართა
საქართველომ უკრაინის მოქალაქეებს ფინანსური და სამედიცინო დახმარება გაუხანგრძლივა
ელენე ხოშტარიამ მხარი დაუჭირა ვიქტორ ყიფიანის ინიციატივას ოპოზიციის კონსოლიდაციის შესახებ
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics