|
2015-07-17 20:00:46, 407 ნახვა
პოლიტიკა
ზაქარეიშვილი: ესაა მიზანმიმართული ღონისძიება, რათა ხელისუფლება ჩაითრიონ ისეთ პროვოკაციაში, როგორიც 2008 წელს თავიდან ვერ აიცილეს
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი საოკუპაციო ზოლთან ბოლო დღეებში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება და აცხადებს, რომ იგი როგორც სახელმწიფოს შიგნით, ისე საერთაშორისო ასპარეზზე საფრთხეს ქმნის. პაატა ზაქარეიშვილი გაეროს გენერალური მდივნის პან გი მუნის განცხადებას დამაფიქრებელს უწოდებს, ვინაიდან, სახელმწიფო მინისტრის შეფასებით, მასში ჩანს, რომ ამ შემთხვევაში გაერო პასუხისმგებლობას მხოლოდ რუსეთს არ აკისრებს და მისი მიმართვა ყველა მხარეს ეხება. გაერო-ს გენერალური მდივნის ამგვარ განწყობას პაატა ზაქარეიშვილი საქართველოში განხორციელებულ პროვოკაციებს უკავშირებს და ამბობს, რომ საქართველოს ხელისუფლების პროვოკაციაში ჩასათრევად, მიზანმიმართული ღონისძიებები მიმდიანრეობს. "ბოლო დღეების განმავლობაში განვითარებული მოვლენები საფრთხეს ქმნის როგორც სახელმწიფოს შიგნით, ისე საერთაშორისო ასპარეზზე. დღეს გავრცელდა გაეროს გენერალური მდივნის პან გი მუნის განცხადება. იგი გამოვიდა მოწოდებით ყველა მხარის მიმართ, რომ თავი შეიკავონ პროვოკაციული ნაბიჯებისგან. აქამდე გაერო და მთელი საერთაშორისო თანამეგობრობა პასუხისმგებლობას მხოლოდ რუსეთს აკისრებდა, ამ შემთხვევაში კი გაეროს მიმართვა ყველა მხარეს ეხება და ეს დამაფიქრებელია. ეს მეტყველებს იმაზე, რომ რუსეთმა მიაღწია მიზანს და ქართული საზოგადოების ნაწილი წამოაგო პროვოკაციას. ხოლო ბატონ ბარნოვის გამოჩენა და მისი ქმედებები კი მეტყველებს იმაზე, რომ ამ პროცესს პოლიტიკური სარჩული ქონია და რომ ეს არ ყოფილა მხოლოდ საზოგადოების მიამიტი ნაწილის აქტივობა. რეალურად ეს არის მიზანმიმართული ღონისძიება, რათა საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლება ჩათრეული აღმოჩნდეს ისეთ პროვოკაციაში, როგორიც ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებამ 2008 წელს ვერ აიცილა თავიდან. ჩვენ არ დავუშვებთ 2008 წლის მსგავს მოვლენებს. მივესალმები იმ ღონისძიებებს, რომლებსაც ატარებს შსს, რათა ბატონ ბარნოვის მსგავსმა ავანტიურისტებმა ვერ მოახერხონ სიტუაციის დესტაბილიზაცია. ოკუპირებულ ტერიტორიაზე და მის მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის უფლებები დაცული უნდა იყოს. ადგილობრივების კომენტარები, რომლებიც მედიის საშუალებით ვრცელდება, მეტყველებს იმაზე, რომ ისინი არ ამართლებენ ამგვარ აქციებს და მიიჩნევენ, რომ მათ საფრთხე ექმნებათ. ამ ადამიანების ინტერესები მთავარია და ეს ყველამ უნდა გაითვალისწინოს",-განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ბელარუსის ოპოზიციამ უკრაინას მინსკის მიერ ომისთვის შესაძლო მზადების ნიშნების შესახებ ანგარიში გადასცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)