|
2019-10-26 10:11:08, 3835 ნახვა
ეკონომიკა
მართლწესრიგის ოფიცრებმა თბილისის კლასიკური გიმნაზიის მოსწავლეებთან საინფორმაციო შეხვედრა გამართეს
ძველი თბილისის რაიონის მართლწესრიგის ოფიცრებმა თბილისის კლასიკურ გიმნაზიაში მოსწავლეებთან საინფორმაციო-საგანმანათლებლო შეხვედრა გამართეს. ღონისძიებაში ასევე მონაწილეობდნენ საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის ფსიქო-სოციალური მომსახურების ცენტრის ფსიქოლოგები და მანდატურები. შეხვედრა შინაგან საქმეთა სამინისტროსა და განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს თანამშრომლობის ფარგლებში განხორციელდა. მართლწესრიგის ოფიცრები, მანდატურებსა და ფსიქოლოგებთან ერთად, მოზარდებს ბულინგის თემაზე ესაუბრნენ და აღნიშნული პრობლემის ერთობლივად გადაჭრის გზებზე იმსჯელეს. სამართალდამცველებმა მოსწავლეებს გააცნეს მართლწესრიგის ოფიცრის ინსტიტუტის მნიშვნელობა და თავიანთი მუშაობის სპეციფიკაზე ისაუბრეს. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. მართლწესრიგის ოფიცრის კომპეტენცია სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან ერთად მოიცავს არასრულწლოვნებსა და ოჯახში ძალადობასთან დაკავშირებულ პრობლემებს, მათზე რეაგირებას, ასევე, ამ დანაშაულის პრევენციაზე ორიენტირებული ღონისძიებების დაგეგმვასა და განხორციელებას. მართლწესრიგის ოფიცრები სკოლის მოსწავლეთა საინფორმაციო და კულტურულ-საგანმანათლებლო ღონისძიებებში აქტიურად არიან ჩართული. ისინი სკოლებში საინფორმაციო შეხვედრებს მომავალშიც განაგრძობენ.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)