11:50 - 29 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-10-24 15:56:22, 1348 ნახვა

კომენტარი
კალაძე: ხაზარაძე-ჯაფარიძის განცხადებების მიზანი მათი სავარაუდო დანაშაულის და შეუსრულებელი ვალდებულებების გადაფარვაა

"მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის განცხადებების მიზანი მათი სავარაუდო დანაშაულის და შეუსრულებელი ვალდებულებების გადაფარვაა", - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.

კალაძის შეფასებით, ხაზარაძე-ჯაფარიძის განცხადებები არასერიოზულია. 

„არასერიოზული ვუწოდე ამ ადამიანების განცხადებებს, თუმცა ჩვენ დღემდე ველოდებით აუდიტის მიერ ჩატარებულ კვლევას და დოკუმენტაციის წარმოდგენას. მათი განცხადებებით აუდიტის კვლევა თითქოს ჩატარებული იყო თუმცა, ჩვენ მოვისმინეთ, „თიბისი ბანკის“ ერთ-ერთი წარმომადგენლის განცხადებაც, სადაც მან აღნიშნა, რომ მსგავსი არაფერი არ ჩატარებულა. ერთადერთი რაც გაკეთდა, ეს იყო დაედგინათ ფასის შესაბამისობა, იმ აქტივების, რა თანხასაც ისინი იხდიდნენ. ველოდები ამ დოკუმენტის წარმოდგენას. თუ აუცილებლობა იქნება, რომ დაკითხვაზე დამიბარონ ამისთვის მზად ვარ", - განაცხადა მერმა.

 

მოამზადა გიორგი ჩაფიძემ





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
გვარამია: ხოშტარიას საკითხზე ველოდებით ადეკვატურ გადაწყვეტილებას, წინააღმდეგ შემთხვევაში საპასუხო რეაგირება გვექნება
ევროპულმა სასამართლომ 5 სამოქალაქო ორგანიზაციის დაყადაღების საქმეზე არსებითი განხილვა დაიწყო
პირველი ქართული YouTube ბიზნესშოუ - Punchline Profit მეორე ეპიზოდით გრძელდება
FT: ჰორმუზის სრუტეში ნაოსნობის აღდგენას ნაღმების გამო თვეები დასჭირდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics