15:41 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-07-17 15:34:17, 525 ნახვა

საზოგადოება
შსს-ს ექსპერტ-კრიმინალისტებს ჯორჯიის შტატის საგამოძიებო ბიუროს ექსპერტებმა სერტიფიკატები გადასცეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში, შსს-ს საექსპერტო მთავარი სამმართველოს ექსპერტ-კრიმინალისტებისთვის სერტიფიკატების გადაცემა გაიმართა. ექსპერტ-კრიმინალისტებმა გაიარეს სწავლება სახელწოდებით „შემთხვევის ადგილის დათვალიერების ზოგადი კურსი“. ხუთდღიან ტრენინგში საქართველოს მასშტაბით მომუშავე ოცმა ექსპერტ-კრიმინალისტმა მიიღო მონაწილეობა. ტრენინგი აშშ-ს საელჩოს სახელმწიფო ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ ორგანოებთან ურთიერთობის საერთაშორისო ბიუროს (INL) პროგრამის ორგანიზებით ჩატარდა.

ტრენინგი აშშ-ს ჯორჯიის შტატის საგამოძიებო ბიუროს ექსპერტებმა ჩაატარეს. ქართველმა ექსპერტ-კრიმინალისტებმა აიმაღლეს კვალიფიკაცია ნივთმტკიცებათა აღმოჩენის, დაფიქსირების და ამოღების, შემთხვევის ადგილის დაცვის კუთხით. სწავლების ფარგლებში, გაიმართა ფეხსაცმლის და საბურავის კვალის ამოღების მეთოდების შესწავლაც. ექსპერტები ასევე გაეცნენ კრიმინალისტიკის თანამედროვე ტექნოლოგიებს. ტრენინგის მსვლელობისას გაიმართა სწავლება „შემთხვევის ადგილის ფოტოგრაფირება“.

შსს-ს საექპერტო მთავარი სამმართველო აშშ-ს ჯორჯიის შტატის საგამოძიებო ბიუროსთან აქტიურად თანამშრომლობს და ქართველი კრიმინალისტები მსგავს სწავლებებში და გაცვლით პროგრამებში პერმანენტულად მონაწილეობენ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
23-25 ივნისს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი
Nestle-მ ბრიტანეთის მიერ სანქცირებულ ტელეკომპანია „იმედში“ რეკლამის განთავსების გამო შიდა გამოძიება დაიწყო
ხალხის ფულით ივანიშვილის რეჟიმი 2026 წელს გამოშვებულ 592 ახალ ავტომობილს ₾47 მილიონად ყიდულობს
5 თვეში, ივანიშვილის რეჟიმმა საგზაო ჯარიმებით რეკორდული ₾130 მილიონი აკრიფა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics