|
2019-10-23 14:17:45, 1360 ნახვა
ეკონომიკა
BBC-ის ბიზნესკორესპონდენტი - 2019 წელს ევროკავშირში ირლანდია სიმდიდრით მეორეა - საქართველოს შეუძლია რეგიონის ირლანდია გახდეს
„აბრეშუმის გზის ფორუმის" ფარგლებში სადისკუსიო პანელზე „ინვესტირება წარმატებისთვის" BBC-ის გადაცემა The Newsroom-ის წამყვანმა და ფორუმის მოდერატორმა ჯო ლინამმა ირლანდიასა და საქართველოს შორის პარალელები გაავლო და ეკონომიკური განვითარების ასპექტების შესახებ ისაუბრა. „70-იან წლებში ირლანდია ყველაზე ღარიბი ქვეყანა იყო დასავლეთ ევროპაში. ირლანდიის რესპუბლიკა სოფლის მეურნეობაზე იყო დამყარებული, ახალგაზრდები ემიგრაციაში მიდიოდნენ, ხდებოდა ინტელექტის გადინება. ქვეყნის ვაჭრობის 60% მხოლოდ ერთ დიდ, მძლავრ მეზობელს უკავშირდებოდა. ევროკავშირში გაწევრიანების შემდეგ ირლანდიის ინფრასტრუქტურაში, განათლებაში, უნივერსიტეტებში ინვესტიციები ჩაიდო. შეიცვალა დაბეგვრის სისტემა. 2019 წელს ევროკავშირის ქვეყნებს შორის ირლანდია სიმდიდრით მეორე, ხოლო პატარა ლუქსემბურგი პირველ ადგილზეა. საქართველოს შეუძლია აღნიშნული გაკვეთილები შეითვისოს და რეგიონში ირლანდიის რესპუბლიკა გახდეს", - განაცხადა ჯო ლინამმა. ამასთან, BBC-ის მთავარი ბიზნესკორესპონდენტის აზრით, აბრეშუმის გზის ინიციატივა შეიძლება გახდეს საქართველოში ძირითადი ტრანსფორმაციის დასაწყისი, რაც ქვეყანას გაამდიდრებს.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)