|
2019-10-23 13:44:04, 1766 ნახვა
სამართალი
ზუკა ბერძენიშვილი დაზარალებულის სტატუსის მინიჭებას ითხოვს
მოძრაობის "ქვეყნის სამსახურში" ერთ-ერთმა ლიდერმა, ზუკა ბერძენიშვილმა დაზარალებულის სტატუსის მინიჭების მოთხოვნით გენერალურ პროკურატურას მიმართა, - ამის შესახებ ჟურნალისტებს თავად ბერძენიშვილმა განუცხადა. მისი თქმით, თვეზე მეტი გავიდა დეპუტატ ემზარ კვიციანის მიერ მასზე ძალადობიდან, თუმცა დაზარალებულის სტატუსი ამ დრომდე არ აქვს მინიჭებული. „გენერალური პროკურორის შალვა თადუმაძის სახელზე განცხადება შეგვაქვს იმის თაობაზე, რომ უკვე თვეზე მეტი გავიდა ცნობილი ემზარ კვიციანის ინციდენტის შემდეგ. ჩვენ იმავე დღესვე წარვადგინეთ უამრავი მტკიცებულება, მაგრამ გამოძიება არ მოქმედებს სამართლიანად. შესაბამისად, მე დაზარალებულის სტატუსი დღემდე არ მაქვს მონიჭებული, რაც აბსოლუტურად გაუგებარია. კვიციანისგან დავზარალდი და სხვათაშორის პოლიციელებიც დაზარალდნენ მისი ქმედებებისგან. საქმეს აქვს პრეცედენტული და პრინციპული მნიშვნელობა, რადგან დეპუტატის მანდატის და ივანიშვილის კეთილგანწყობის ქვეშ მყოფი და აქ თავშეფარებული ემზარ კვიციანი იქცევა ისე და იძლევა ისეთ მაგალითებს, რომ მან აუცილებლად უნდა აგოს პასუხი და შესაბამისად, ჩვენი წინააღმდეგობაც იქნება პრევენციული ხასიათის“, - განაცხადა ზუკა ბერძენიშვილმა. შეგახსენებთ, 8 სექტემბერს პარლამენტის შენობასთან ინციდენტი მოხდა, რა დროსაც სამოქალაქო აქტივისტს, ზუკა ბერძენიშვილს "პატრიოტთა ალიანსის" დეპუტატი ემზარ კვიციანი ხელით შეეხო. კვიციანს მაშინ პარლამენტის შენობასთან მოძრაობა „სირცხვილიას“ აქცია დახვდა. ინციდენტის შემდეგ ემზარ კვიციანი საპატრულო პოლიციის წარმომადგენლებმა აქციიდან განარიდეს.
მოამზადა გიორგი ჩაფიძემ
ჯ.დ. ვენსი: დიდი ხანია, რაც ბრიტანეთს საკუთარი ხელმძღვანელობა ღალატობს
თბილისის ანძა აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
კიევში, ამერიკის დამოუკიდებლობის 250-ე წლისთავის აღსანიშნავად, სამშობლოს მონუმენტი აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
აშშ-ში ექსტრემალურმა სიცხემ 25 ადამიანი იმსხვერპლა და 4 ივლისის აღნიშვნა ჩაშალა
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)