|
2019-10-23 12:30:24, 1067 ნახვა
ეკონომიკა
ნათია თურნავა ბულგარეთის ტრანსპორტის მინისტრ როსენ ჟელიაზკოვს შეხვდა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა ბულგარეთის ტრანსპორტის, ტექნოლოგიებისა და კომუნიკაციების მინისტრს როსენ ჟელიაზკოვს შეხვდა. შეხვედრა „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის" ფარგლებში გაიმართა. შეხვედრაზე განხილული იქნა ისეთი საკითხებში სამომავლო თანამშრომლობა, როგორიცაა საბორნე და ფიდერული სერვისების განვითარება ბულგარეთს, რუმინეთს, უკრაინასა და საქართველოს შორის, კორიდორის დიგიტალიზაცია, ენერგეტიკული საკითხები და სხვა. ამასთან კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი ორ ქვეყანას შორის არსებულ განსაკუთრებულ ურთიერთობასა და თანამშრომლობას სხვადასხვა სექტორებში, მათ შორის ტრანსპორტისა და კომუნიკაციის, სოფლის მეურნეობისა და ტურიზმის სფეროში. თბილისში „აბრეშუმის გზის ფორუმი" საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას პატრონაჟით ტარდება. ფორუმში მონაწილეობენ სომხეთისა და უზბეკეთის ვიცე-პრემიერები, სხვა ქვეყნების ვაჭრობის, ენერგეტიკისა და ტრანსპორტის მინისტრები, დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო ორგანიზაციების (ევროპის საინვესტიციო ბანკი, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი, აზიის განვითარების ბანკი, გაერო-ს, მსოფლიო ბანკის, მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაცია და სხვა) წარმომადგენლები, ასევე საერთაშორისო რანგის ექსპერტები და ჟურნალისტები. ფორუმის ფარგლებში 400-მდე B2B შეხვედრა გაიმართება. ფორუმი წარმოადგენს მაღალი დონის დიალოგს მთავრობებსა და ბიზნესებს შორის. ასევე საუკეთესო პლატფორმაა სახელმწიფოს, ორგანიზაციებსა და ბიზნესის წარმომადგენლებს შორის ორმხრივი და მრავალმხრივი შეხვედრებისთვის.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)