|
2019-10-23 11:19:03, 1143 ნახვა
ეკონომიკა
თურნავა: გვაქვს ამბიცია, ვიყოთ რეგიონში ბიზნესის მიმართ ერთ-ერთი ყველაზე მეგობრული და გახსნილი ქვეყანა
„შევთანხმდით, რომ პირველ რიგში, უფრო აქტიურად ვიმუშავებთ არა იმდენად ფიზიკური ინფრასტრუქტურის განვითარებაზე, რადგან თითოეული ჩვენთაგანი, მათ შორის საქართველო, ძალიან ბევრ ინვესტიციას ახორციელებს გზების, რკინიგზის, სხვა ინფრასტრუქტურის განვითარებაში, არამედ პროცედურების დიჯიტალიზაციაზე. საზღვრებზე ჩვენი პროცედურები იკავებს მაქსიმუმ სამ-ოთხ დღეს, რაც საკმაოდ კარგი მიღწევაა, მაგრამ სამომავლოდ, კიდევ უფრო მეტი სისწრაფე და სიმარტივე გვჭირდება, იმიტომ, რომ ჩვენ გვაქვს ამბიცია, ვიყოთ რეგიონში ბიზნესის მიმართ ერთ-ერთი ყველაზე მეგობრული და გახსნილი ქვეყანა, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ. მინისტრი ცენტრალური სპიკერი იყო თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის ერთ-ერთ პანელზე, რომელიც აბრეშუმის გზის ქვეყნებს შორის სატრანსპორტო კავშირების განვითარებას შეეხებოდა. თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი, რომელიც წელს მესამედ ტარდება, დღეს ოფიციალურად საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გახსნა. წლევანდელ ფორუმს 60-ზე მეტი ქვეყნის 2000-ზე მეტი დელეგატი დაესწრო, რომელთა შორისაც არიან ვიცე-პრემიერები, ეკონომიკის, ტრანსპორტის, ენერგეტიკის, ვაჭრობისა და სხვა უწყებების უმაღლესი თანამდებობის პირები, საერთაშორისო, საფინანსო და დონორი ორგანიზაციების, პროფესიული ასოციაციებისა და კერძო სექტორის წარმომადგენლები.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)