22:17 - 30 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-10-22 16:40:11, 1811 ნახვა

საზოგადოება
ეროვნულ არქივს ელექტრონული არქივების შვეიცარიელი ექსპერტი, ანდრეას ნეფი ეწვია

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნულ არქივს დღეს ელექტრონული არქივების (e-archives) შვეიცარიელი ექსპერტი, ანდრეას ნეფი ეწვია.

სამდღიანი სამუშაო შეხვედრის ფარგლებში საქართველოს ეროვნული არქივის წარმომადგენლები სტუმარს ელექტრონული დოკუმენტების არქივაციის მიმართულებით ეროვნულ არქივში უკვე გატარებულ სამუშაოებსა და სამომავლო გეგმებს გააცნობენ; ექსპერტისგან კი მიიღებენ ინფორმაციას მსოფლიოს არქივებში დანერგილი საუკეთესო პრაქტიკის – OAIS მოდელზე დაფუძნებული ელექტრონული არქივაციის მოდულის, პროგრამული უზრუნველყოფის შესახებ და ქართული მხარისთვის საინტერესო სხვა თემებს განიხილავენ.

საქართველოს ეროვნული არქივი 2018 წლიდან აქტიურად მუშაობს ელექტრონული დოკუმენტების არქივაციის მიმართულებით. ქართული მხარის მიზანი, არქივების საერთაშორისო საბჭოს (ICA) საარქივო სტანდარტებზე დაყრდნობით, საარქივო აღწერილობების ეროვნული სტანდარტის შემუშავება და მსოფლიო გამოცდილების ქართულ სინამდვილეში დანერგვაა.

 

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საქართველოს ბანკს Student და sCool Card-ის მფლობელებისთვის სპეციალური შეთავაზება აქვს
ნაურუს მთავრობა აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის აღიარების გაუქმებაზე განცხადებას ავრცელებს
ქობულეთში, ზღვაში კაცი დაიხრჩო
პოლონეთი აცხადებს, რომ მათ ტერიტორიაზე ჩამოვარდნილი რაკეტა, სავარაუდოდც რუსული Kh-101-ია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics