21:19 - 30 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-10-22 15:19:43, 1791 ნახვა

საზოგადოება
„რუსეთთან ურთიერთობის გასაუმჯობესებლად“ ახალციხეში პრორუსული ორგანიზაცია შეიქმნა

"რუსულ-ქართული ურთიერთობების გასაუმჯობესებლად" ახალციხეში ახალი ორგანიზაცია შეიქმნა. 

როგორც ორგანიზაციის წევრები აცხადებენ, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობას სახალხო დიპლომატიის გზით მოაგვარებენ.

ორგანიზაციამ, სახელწოდებით „სახალხო დიპლომატია საზღვრების გარეშე“, ახალციხეში პირველი შეხვედრა 20 ოქტომბერს გამართა. მას საქართველოს სხვადასხვა ქალაქებიდან დაახლოებით 100-მდე ადამიანი ესწრებოდა, მათ შორის იყო რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან დაახლოებული პირი და „რუსი და ქართველი ხალხის ერთიანობის ფონდის“ პრეზიდენტი ვლადიმერ ხომერიკი.

ორგანიზაციას ახალციხის გამგებლის ყოფილი მრჩეველი გოჩა პარუნაშვილი უხელმძღვანელებს.  გარდა ამისა, მათ საქართველოში 50 რუსი ახალგაზრდა მოიწვიეს.

 

ინფორმაციას  და ფოტოს "სამხრეთის კარიბჭე" ავრცელებს. 





ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
საქართველოს ბანკს Student და sCool Card-ის მფლობელებისთვის სპეციალური შეთავაზება აქვს
ნაურუს მთავრობა აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის აღიარების გაუქმებაზე განცხადებას ავრცელებს
ქობულეთში, ზღვაში კაცი დაიხრჩო
პოლონეთი აცხადებს, რომ მათ ტერიტორიაზე ჩამოვარდნილი რაკეტა, სავარაუდოდც რუსული Kh-101-ია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics