|
2019-10-22 15:14:32, 1109 ნახვა
ეკონომიკა
მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის გენერალური დირექტორის მოადგილემ საქართველოში მომსახურების სექტორის მნიშვნელოვან როლზე ისაუბრა
თბილისში მიმდინარე „აბრეშუმის გზის ფორუმზე" საქართველოში მომსახურების სექტორის მნიშვნელობის და ელექტრონული კომერციის განვითარების შესახებ ისაუბრა მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის (WTO) გენერალური დირექტორის მოადგილე იონოვ ფრედერიკ აგამ. მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის გენერალური დირექტორის მოადგილემ მონაწილეობა მიიღო პანელში „მომგებიანი ვაჭრობა", სადაც ის ერთ-ერთი სპიკერი იყო. მან განსაკუთრებული ყურადღება თავისუფალი ვაჭრობის განვითარებას და კერძო სექტორის ჩართულობას დაუთმო. „შეიძლება ვინმემ თქვას, რომ სავაჭრო ხელშეკრულებები მცირე და საშუალო საწარმოებისათვის სასარგებლო არ არის, მაგრამ დღეს ჩვენ ვხედავთ, რომ საქართველოში მომსახურების სექტორი დომინირებს და საქართველოს შეუძლია მონაწილეობა მიიღოს განხილვებში, რომელიც ელექტრონულ კომერციას მოიცავს", - განაცხადა იონოვ ფრედერიკ აგამ. მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის (WTO) გენერალური დირექტორის მოადგილემ თავის გამოსვლაში ასევე სხვადასხვა ბიბზესსექტორების მხარდამჭერი რეფორმების აუცილებლობის შესახებ ისაუბრა.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)