03:00 - 19 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-10-21 15:39:45, 6801 ნახვა

სამხედრო
პროექტის „ჩვენი ჯარი“ მეოთხე ეტაპი დაიწყო

პროექტი „ჩვენი ჯარი“ დღეიდან განახლდა. მეოთხე ეტაპის პირველი შეხვედრა თბილისის 75-ე საჯარო სკოლაში გაიმართა.

ამჯერად „ჩვენი ჯარი“ საქართველოს მასშტაბით 427 სკოლას მოიცავს და მიზნად საქართველოს თავდაცვის ძალების შესახებ ახალგზარდა თაობაში ცნობიერების ამაღლებასა და პატრიოტული სულისკვეთების გაღრმავებას ისახავს. პროექტის ფარგლებში სამხედრო მოსამსახურეები მოსწავლეებს საქართველოს სამხედრო ისტორიის, ჯარისკაცის პროფესიის, საქართველოს თავდაცვის ძალების პრიორიტეტებისა და მიზნების, თანამედროვე გამოწვევების შესახებ მნიშვნელოვან ინფორმაციას აწვდიან. 

დღეს 75-ე საჯარო სკოლაში საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე რატი ბრეგაძე და თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილე, გენერალ-მაიორ შალვა ჯაბახიძე იმყოფებოდნენ. მათ სკოლის მოსწავლეებს პროექტის მნიშვნელობა გააცნეს და ბავშვებს სამხედრო განათლებაზე, კარიერული წინსვლის შესაძლებლობებზე, ნატო-საქართველოს ურთიერთობებზე, ასევე, საერთაშორისო მისიებსა და მრავალეროვნულ სწავლებებზე ესაუბრნენ. 

მოსწავლეებს თემატური ვიდეორგოლების ნახვის, სამხედრო მოსამსახურეების პირადი ისტორიების გაცნობისა და საქართველოს ეროვნული გმირების შესახებ ინფორმაციის მიღების შესაძლებლობაც ჰქონდათ. 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა კიდევ უფრო დაზიანდა ერთი კვირის განმავლობაში მეორეჯერ თავდასხმის შედეგად.
დიდმა ბრიტანეთმა, გერმანიამ და ნატოს კიდევ ხუთმა ქვეყანამ უკრაინას ასობით მილიონი დოლარის ღირებულების დრონებისა და რაკეტების ახალი მიწოდება დაჰპირდნენ
ცოლის ინფორმაციით, ბაქოს სააპელაციო სასამართლომ აფგან სადიგოვი პატიმრობაში დატოვა
ურეკში 4 ადამიანი ზღვის დინებამ წაიღო, მაშველებმა 4-ვე გამოიყვანეს, თუმცა 1 დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics