|
2019-10-19 10:38:13, 4345 ნახვა
ეკონომიკა
მაჭავარიანი: ამბიციურ ეკონომიკურ ზრდაზე რომ ვსაუბრობთ, ეს ზრდა თავისთავად არ მოვა - მნიშვნელოვანია ხელებდაკაპიწებულებმა ვიმუშაოთ
ამბიციურ ეკონომიკურ ზრდაზე რომ ვსაუბრობთ, ნიშნავს იმას, რომ ეს ზრდა თავისთავად არ მოვა - ამისთვის მნიშვნელოვანია ხელებდაკაპიწებულებმა ვიმუშაოთ, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა ტელეკომპანია „იმედის" ეთერში აშშ-დან პირდაპირი ჩართვისას განაცხადა. მისი თქმით, 2020 წლის ბიუჯეტი სოციალურთან ერთად, მოიცავს ეკონომიკის ზრდისთვის მნიშვნელოვან ღონისძიებებს. „ბიუჯეტი, რომელიც ჩვენ წარვადგინეთ პარლამენტში, გარდა სოციალური ნაწილისა, მოიცავს ეკონომიკური ზრდის სტიმულირებას. მომავალი წლის ბიუჯეტი არის სწორედ ზრდაზე ორიენტირებული. თუმცა, მნიშვნელოვანია ,ამ ზრდაში წამყვანი როლი ჰქონდეს კერძო ბიზნესს. კერძო ბიზნესის როლის გააქტიურებაზე გამახვილდა ყურადღება ჩვენი პარტნიორების მხრიდანაც. ამ მიმართულებით, ჩვენ კარგი გარემო გვაქვს - ბიზნესი თავისუფალია, საგადასახადო ტვირთი საკმაოდ დაბალია. ჩვენი მდგრადობა, რეფორმების მიმართ ერთგულება -ეს არის ის მექანიზმები, რომლებიც ქვეყნის შიგნით დააგენერირებს იმ პოტენციალს ,რაც ეკონომიკურ ზრდას სჭირდება", - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)