22:30 - 25 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-10-17 16:14:43, 3737 ნახვა

რეგიონი
ბათუმში ვეტერანთა დღე აღინიშნა

ვეტერანთა დღის აღსანიშნავი ღონისძიება ბათუმში გმირთა ხეივანში გაიმართა. ღონისძიებას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე მთავრობის წარმომადგენლებთან და ქალაქის მერთან ერთად დაესწრო.

"დღეს კიდევ ერთხელ გავიხსენეთ ვეტერანები, ღვაწლმოსილი და ჩვენი ქვეყნის წინაშე დამსახურებული ადამიანები. ჩვენი მოვალეობაა მაქსიმალურად ვიზრუნოთ მათზე. ყველაფერს ვაკეთებთ მათი ხელშეწყობის კუთხით. თუმცა ეს არ არის საკმარისი და ვგეგმავთ სიახლეებს, რომ კიდევ უფრო მეტად დაფასდეს მათი დამსახურება", - განაცხადა რეგიონის ხელმძღვანელმა.

ვეტერანთა დღესთან დაკავშირებით გამართულ შეხვედრას სტუდენტები, ვეტერანები და საზოგადოების წევრები ესწრებოდნენ. ვეტერანთა დღე 17 ოქტომბერს საქართველოში 2015 წლიდან აღინიშნება. 

 

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თბილისში კაცი დაჭრეს
„არმია იარაღს კრემლის წინააღმდეგ მიმართავს“ უკრაინასთან ომის ვეტერანმა პუტინის წინააღმდეგ სამხედრო ამბოხება იწინასწარმეტყველა
ტრამპის ირანთან შეთანხმების შემდეგ, რუსული ნავთობის ფასი 50 დოლარამდე დაეცა
კომუნიკაციების კომისია სარედაქციო დამოუკიდებლობაში ჩაერია და „ტვ პირველი“ 2500 ლარით დააჯარიმა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics