|
2019-10-16 13:22:42, 1425 ნახვა
ეკონომიკა
„ანაკლიის კონსორციუმი“ მთავრობის გადაწყვეტილებას ვადის გადაწევასთან დაკავშირებით მიესალმება
"ანაკლიის კონსორციუმის" გენერალური დირექტორი ლევან ახვლედიანი მთავრობის გადაწყვეტილებას, რომელიც კომპანიისთვის ხელშეკრულების პირობების შესასრულებლად ვადის გადაწევას ითვალისწინებს, მიესალმება. როგორც ლევან ახვლედიანმა ჟურნალისტებს განუცხადა, კონსორციუმის პოზიცია უცვლელია და ისინი მზად არიან მთავრობასთან, მოლაპარაკებების მაგიდასთან დასხდნენ. "მივესალმებით მთავრობის გადაწყვეტილებას. ამასთან, ვთვლით, რომ პროექტის მიმდინარეობის პროცესში არის გარკვეული დაბრკოლებები, რომელიც ერთობლივი ძალებით არის გადასალახი. მთავრობის გადაწყვეტილება კარგია, მაგრამ საჭიროა ორივე მხარე დავსხდეთ მოლაპარაკებების მაგიდასთან. მოვუწოდებთ მთავრობას და ვიმედოვნებთ, რომ ეს გადაწყვეტილება იქნება გაგრძელებული მათი პარტნიორული დამოკიდებულებით", - განაცხადა ლევან ახვლედიანმა. ცნობისთვის, ინფრასტრუქტურის სამინისტრო „ანაკლიის კონსორციუმთან“ ხელშეკრულების შეწყვეტაზე უარს ამბობს და ვადას წლის ბოლომდე აძლევს.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)